“კვალი” – ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ წერდა…
“ევროპის ლიტერატურაში ბევრი არ არის ისეთი ხელოვნური ნაწარმოები,როგორც “ხევისბერი გოჩა”,”მამის მკვლელი” და “ელგუჯა”.ასეთი ნიჭი დაგვებადა,ასეთი კაცი დადიოდა ჩვენს შორის და ჩვენ იგი ვერ ვიცანით.ხშირად მას ლუკმა პურიც არა ჰქონია საჭმელად… სანამ ცოცხალი და გონებით სრული იყო,მას არც ჩვენ მიერ თანაგრძნობა ჰქონია და არც განკითხვა”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ქართველი საზოგადოებისაგან სრულიად უყურადღებოდ მიტოვებული გენიალური ქართველი მწერალი – ალექსანდრე ყაზბეგი,რომელმაც თავისი სიცოცხლე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა,გულმოკლული წერდა კიდეც: “ჩვენს სამწუხარო დროში ადამიანის ადამიანურად მოქცევა სამადლობლად გვექცაო”.