ილია ჭავჭავაძის “დიდებული” მიმართვა საკრებულოს…
“პატივცემულო საზოგადოებავ,თქვენ მხარს უჭერთ ისეთ საკითხს,რომელშიაც,გავკადნიერდები და გეტყვით,რომ არა ხართ საქმეში ჩახედულნი… როცა პანსიონში ვაკანსია გაიხსნა,ჩვენ იქ გადავიყვანეთ ის მოწაფე,რომელიც კარგად სწავლობდა,ჩვენ ვიცოდით,რომ მაგ აზნაურის ბავშვსაც უნდოდა პანსიონში შესვლა.მაგრამ ჩვენ გლეხის ბიჭი ამოვირჩიეთ.რად მოვიქეცით ასე? იმიტომ,რომ სწავლაში ის გლეხის ბიჭი სჯობია მაგ აზნაურის შვილს.დალოცვილებო,ახლა ყველაფერზე ხომ არ უნდა მალაპარაკოთ.ალბათ,აქ იმყოფება პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელი და დე მან სთქვას თავისი პირუთვნელი აზრი ამ მოწაფეზე.ის ორი ბავშვი,როგორც დღე და ღამე ისე განირჩევიან ერთიმეორისაგან,როგორც საგნებში,ისე ყოფაქცევაში.აი,პატივცემულო საზოგადოებავ,რატომ მივეცი უპირატესობა გლეხის შვილს.განა გლეხად რომ დაიბადა,ადამიანი არ არის? აქ დიდი რიხით განაცხადეს: “აზნაურიშვილი,აზნაურიშვილიო”.თუ ადამიანს თავში არა უყრია-რა,აზნაურობა ვერ უშველის.ახლა იმასაც ნუ მათქმევინებთ,თუ ჩვენმა წინაპრებმა,როგორ და რა გზით ჩამოირიგეს აზნაურიშვილობა… ხომ გახსოვთ ბრძენის სიტყვები:
ფილოსოფოსნი შემოკრბნენ,
ამაზედ ჰქონდათ ცილობა,
ბატონი ყმასა ასაქმებს
და ჭკუას გამოცდილობა,
ათასად გვარი დაფასდა,
ათი ათასად ზრდილობა,
თუ კაცი თვითონ არ ვარგა,
ცუდია გვარიშვილობა.
დაასრულა თუ არა დიდმა ილიამ თავისი ბრწყინვალე გამოსვლა,მას მთელი კრება ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი ოვაციები მოუწყვეს.მათ შორის იმათაც,ვინც ილიას მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი… (ავტორი გენია.ჯი)