ლევ ტოლსტოი – “ეპიზოდი”
დიდი რუსი მწერალი და მოაზროვნე – ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები),მაშინ როდესაც უკვე საქვეყნოდ იყო მისი სახელი განთქმული და არც ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,სათიბებში ქირით მიდიოდა და მუშაობდა (ამბობენ,რომ ძალიან უყვარდა თიბვა),რის შემდეგაც არაერთხელ გაუნაწილებია თავის მიერ გამომუშავებული ფული გაჭირვებული და ღარიბი მოსახლეობისათვის.როგორც ცნობილია,მას ძალიან უყვარდა ურთიერთობა და გაბაასება უბრალო გლეხ ხალხთან,თუმცა ასეთი დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები მის მიმართ იმდენად დიდ ხათრსა და რიდს გრძნობდნენ,რომ სადაც კი გამოჩნდებოდა,უმალვე თავს არიდებდნენ ტოლსტოისთან საუბარს და ზოგადად შეხვედრასაც კი.მისდამი ასეთი დამოკიდებულება დიდ მწერალს ერთობ აღაშფოთებდა.მოგვიანებით,იმისათვის,რომ გლეხების მეგობრობა და ნდობა მოეპოვებინა,დაიწყო ჩექმების საკუთარი ხელით შეკერვა და შემდგომ მათი გლეხებისათვის საჩუქრად დარიგება.ერთ-ერთი ასეთი საჩუქარი,რომელიც ლევმა გლეხ სუხონინს გადასცა,დღემდეა დაცული,სუხონინისვე შთამომავლების სახლში,ტოლსტოის გენიალური რომანის – “ომი და მშვიდობის” გვერდით,თაროზე. (ავტორი გენია.ჯი)