სალვადორ დალი – “ეპიზოდი”
გენიალური ესპანელი მხატვარი,გრაფიკოსი,სკულპტორი და სიურრეალიზმის უდიდესი წარმომადგენელი - სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი (1904-1989 წლები),რომ გასაოცარი არაორდინალური თვისებებით გამოირჩეოდა,ახალი ამბავი არავისთვის არ არის.თუმცა,სალვადორის არაორდინალურობა არა მარტო მის პირად თვისებებში გამოსჭვიოდა,არამედ თავის ბრწყინვალე შემოქმედებაშიც ფართოდ იყო ასახული.ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ვიზიტისას,დალის თან ჰქონდა ჩატანილი მის მიერ 1933 წელს დახატული სურათი,სახელწოდებით – “გალა მხარზე ცხვრით”,რომელზეც წარმოდგენილი გახლდათ მხატვრის უსაყვარლესი ქალი (მეუღლე) – გალა ელუარ დალი,ვისაც მხარზე შემწვარი ცხვრის ხორცი ადევს.მას შემდეგ,რაც სალვადორმა აღნიშნული ტილო ამერიკელ დამთვალიერებელს წარუდგინა,ისინი ძალიან გაოცებული დარჩნენ სურათის მეტად უცნაური კომპოზიციით. და როდესაც ჰკითხეს თუ რა საერთო ჰქონდა გალასა და შემწვარი ცხვრის ხორცს ერთმანეთთან,დალიმ ასეთი პასუხი გასცა: “ყველაფერი მარტივი და უბრალოა: მე ძალიან მიყვარს გალა და შემწვარი ცხვრის ხორცი.ამიტომ სურათზე ისინი ერთად გამოვსახე,რაც ჩემი აზრით შესანიშნავ ჰარმონიას ქმნის”. (ავტორი გენია.ჯი)