ადოლფ ჰიტლერის წიგნიდან – “ჩემი ბრძოლა”
“ჩვენი პოლიტიკა,უცხო სისხლის გადასხმით ჩვენი ერის გაძლიერებას არ ითვალისწინებს”.
* * *
“გერმანელი ჯარისკაცებისათვის ძვირფასი თავისი მხარის საზღვრები კი არ უნდა იყოს,არამედ მთელი გერმანიისა”.
* * *
“ყოველი ერი შეიძლება სამ კლასად გაიყოს.ერთ მხარეაა ერის ნაღები,გმირობისა და თავგანწირვისათვის მზადმყოფნი,მეორე მხარეს – საბრალო ლაჩრები,ეგოისტები,პასუხისმგებლობის უნარს მოკლებული ელემენტები და მათ შორის,ობივატელთა კლასი,არც კარგნი და არც ცუდნი,არც გმირები და არც დამნაშავენი”.
* * *
“ყველამ,ვისაც ისტორია შეუსწავლია იცის,რომ ტერორი მყარად დაფუძნებულ ხელისუფლებას არასდროს არ უწარმოებია.
ტერორს ის ხელისუფლება მიმართავს,რომელსაც ჯერ კიდევ გზის გაკაფვა ესაჭიროება.
გერმანელი ნაცისტებისათვის ტერორი არასოდეს მიზანი არ ყოფილა,ის საშუალება იყო,რომლის დახმარებით მიზნისათვის უნდა მიგვეღწია”.
* * *
“როდესაც ბედმა რუსეთის სახელმწიფო ბოლშევიკებს ჩაუგდო ხელში,მან რუს ხალხს,ოდესღაც ამ სახელმწიფოს შემქმნელი ინტელიგენცია მოუსპო”.
* * *
“ბრიტანულმა დიპლომატიამ,დედოფალ ელისაბედის დროიდან,გამოიმუშავა ტრადიცია – ევროპის კონტინენტზე არც ერთი სახელმწიფოსთვის არ მიეცათ ჰეგემონობის საშუალება”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი პირობაა მოსახლეობის მიწით უზრუნველყოფა,თუ გერმანიას არ ექნა მისთვის საჭირო მიწის რაოდენობა,იგი ვერ იქცევა მსოფლიო სახელმწიფოდ”.
* * *
“ყოველი იმას აკეთებს,რაც ბედისგან უწერია – ერთნი ლაყბობენ,სხვანი იბრძვიან”.
* * *
“გერმანიას არ აქვს უფლება დაიჩივლოს მის მიმართ სხვათა დამოკიდებულების გამო,ვიდრე არ დასჯის იმ დამნაშავეებს,რომლებმაც გაყიდეს საკუთარი სამშობლო”.
* * *
“ამერიკაში ცალკეულ შტატებს კი არ შეუქმნიათ ამერიკის შეერთებული შტატები,არამედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა ეს შტატები”.
* * *
“პოლიტიკა,რომელიც აგებულია რისკიან კითხვაზე:
” – რას მოგვიტანს ეს,სარგებლობას თუ ზიანს?” ჩვენს მიერ უკუგდებულ იქნა”.
* * *
“ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ რუსეთის მმართველები ბედის მიერ განებივრებული სისხლიანი დამნაშავენი არიან”.
* * *
“1919 წელს,როდესაც გერმანელი ერი შეურაცხყვეს საზავო ხელშეკრულებით,გაჩნდა იმედი,რომ ეს იმპულსს მისცემდა ქვეყანას აღმდგარიყო თავისი თავისუფლების დასაცავად.
ისტორიამ იცის ასეთი მაგალითები,როცა საზავო პირობებით შეურაცხყოფილი დამარცხებული მხარე,საბრძოლველად იწყებს მზადებას.
როგორ ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა ვერსალის ხელშეკრულებიდან!
ამ დოკუმენტის ყოველი პუნქტი გახურებული შანთით უნდა ამოგვეტიფვრა ერის ტვინში,რაც ზიზღით აღავსებდა და საბრძოლველად შემართავდა სამოც მილიონ ადამიანს,კაცსაც და ქალსაც და ამ მასას ერთხმად აღმოხდებოდა მოწოდება: ” – იარაღისკენ!
მაგრამ ეს დიდებული შანსი ხელიდან იქნა გაშვებული და გერმანიის განთავისუფლებისთვის არაფერი არ გაკეთებულა.
ეს იმიტომ მოხდა,რომ არავინ დაფიქრებულა იმაზე,თუ როგორი ქვეყანა უნდა გამხდარიყო მომავალში გერმანია.
ახლა ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით,რომ ჩვენთან მოკავშირეობის სურვილსაც კი არავინ გამოთქვამს და ასე გაგრძელდება,ვიდრე მთავრობას და ხალხს ერთი აზრი – გერმანიის თავისუფლებისათვის ბრძოლა არ გააერთიანებს.
მოწოდებანი ფლოტის აღდგენისაკენ,დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისაკენ და ასე შემდეგ,არავის სჭირდება.ამ ხალხს ავიწყდება ერთი მთავარი პრინციპი: “რასაც აკეთებ,კარგად გააკეთე”. (ავტორი გენია.ჯი)