თეოდორ მომზენი – “ეპიზოდი”
დიდი გერმანელი ისტორიკოსი,ძველი რომის ისტორიისა და რომის სამართლის ბრწყინვალე სპეციალიატი – თეოდორ მომზენი (1817-1903 წლები),იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ ახლად გამოგონებული ელექტროენეერგიის მიმართ,ძალიან უარყოფითად იყო განწყობილი.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მან საკუთარი ოჯახის წევრებს კატეგორიულად აუკრძალა ელექტროენერგიის სახლში შეყვანა და როგორც წესი,მხოლოდ ნავთქურისა და სანთლის შუქზე მუშაობდა.მიუხედავად მომზენის აკრძალვისა,მისმა ოჯახის წევრებმა,მოგვიანებით,სახლში მაინც შეიყვანეს ელექტროობა,რამაც თეოდორის განრისხება გამოიწვია,მაგრამ რაღა უნდა ექნა და ბედს დაყაბულდა.თუმცა აქვე მინდა შევნიშნო რომ,დიდი გერმანელი ისტორიკოსი თავის სამუშაო ოთახში მაინც ძველებურად – ნავთქურისა და სანთლის შუქზე მუშაობდა.ერთ უკუნ ღამეში,თეოდორი სახლში სანათს ეძებდა,თუმცა ვერაფრით მიაგნო და სწორედ მაშინ გახდა იგი იძულებული,ცხოვრებაში პირველად სანათის მოსაძებნად თავისივე ხელით აენთო – ნათურა.საინტერესოა ისიც,რომ მისი ელექტროენერგიისადმი ასეთი უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი დღემდე ჩვენთვის დღემდე უცნობი რჩება. (ავტორი გენია.ჯი)