სარა ბერნარი – “ეპიზოდი”
“მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცნობილ მსახიობ ქალად” აღიარებული ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი თეატრის მსახიობი – სარა ბერნარი (1844-1923 წელბი),ერთობ უცნაური და ეპატაჟური თვისებებით დაჯილდოვებული ხელოვანი გახლდათ.როგორც თვითმხილველები ირწმუნებიან,მას ფეხზე მდგომსაც შეეძლო დაძინება და არაერთხელ ყოფილა მის ცხოვრებაში შემთხვევა,როდესაც ფეხზე მდგომ ბერნარს საუბრის დროს 15 წუთის მანძილზეც კი ჩასთვლემია.თუმცა ასეთი თვისება მის ბიოგრაფიაში მაინც არ ყოფილა ყველაზე უცნაური რამ,რადგან როგორც ცნობილი ხდება,მას სახლში დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა – კუბო,რომელშიც იგი,თავისივე თქმით ყველაზე “კომფორტულად” იძინებდა.საინტერესო და ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ კუბოში სარა ბერნარი ახალგაზრდულ ასაკში წვებოდა,ხოლო როდესაც დაბერდა ეს საშინელი თვისება თავადვე შესძულდა და საბოლოოდ თქვა უარი ამ უცნაურ საქციელზე. (ავტორი გენია.ჯი)