ცნობილი ადამიანების „უკანასკნელი სიტყვები”…

1. „რა პასუხი უნდა გაგცეთ თქვენ მაშინ, როდესაც უკვე თქვენსავე უფროსს ვპასუხობ?!” – უილსონ მიზნერი (დიდი ამერიკელი დრამატურგი და მეწარმე)

* * *

2. „წყეულიმც იყოს ღვთისაგან ეს შეჩვენებული სამყარო და ყოველივე მასში, მხოლოდ შენს გარდა – კარლოტა!” – უილიამ კლოდ ფილდსი (ალკოჰოლიზმისაგან გარდაცვლილი დიდი ამერიკელი კოიკოსი მსახიობი და მწერალი)

* * *

3. „რაში მჭირდება ყველა ეს სიმღერა, წმინდაო მამაო? თქვენ ხომ ყალბი ხართ!” – ჟან-ფილიპ რამო (აღნიშნული სიტყვები დიდმა ფრანგმა კომპოზიტორმა იმ სასულიერო პირს უთრა,რომელიც მის თავთან ფსალმუნებს გალობდა)

* * *

4. „მე ვკარგავ მას”. – ფრენკ სინატრა (უდიდესი ამერიკელი მომღერალი,მსახიობი და შოუმენი)

* * *

5. „მოკვდე, სამწუხაროა!” – რიჩარდ ფილიპს ფეინმანი (გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი)

* * *

6. „შენა ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც სიკვდილის შემდეგაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი”. – ჯორჯ პერსი ოლდრიჯ გრეინჯერი (ასე მიმართა მან სიკვდილის წინ თავის უსაყვარლეს მეუღლეს ავსტრალიური წარმომავლობის მქონე დიდმა ამერიკელმა კომპოზიტორმა და პიანისტმა)

* * *

7. „თქვენ ახალგაზრდები ხართ და ისე იქცევით, თითქოს მოხუცები იყოთ. ძალიან მოსაწყენები ხარ!” – ჟოზეფინა ბეიკერი (ამ სიტყვებით მიმართა ფრანგული წარმომავლობის მქონე გამოჩენილმა ამერიკელმა მოცეკვავემ,მომღერალმა და მსახიობმა ქალმა იმ ადამიანებს,რომლებიც მასთან გამართულ უკანასკნელ წვეულებას ესწრებოდნენ)

* * *

8. „ასე ხომ ვერ იცოცხლებ?!” – ჯულიუს ჰენრი “გრაუჩო” მარქსი (ცნობილი ამერიკელი კომიკოსი მსახიობი)

* * *

9. „ეშმაკმა დალახვროს! არ შესთხოვოთ ღმერთს ჩემი დახმარება!” – ჯოან კროუფორდი (გამოჩენილი ამერიკელი მსახიობი ქალი)

* * *

10. „გაჩერდა!” – ჯოზეფ ჰენრი გრინი (დიდი ინგლისელი მედიკოსი) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>