ფრაზეოლოგია „სიცილის” შესახებ…
„სიცილი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის უმთავრესი ნიშანთაგანია. ვიდრე ადამიანს მტერზე, მოყვარეზე, თავის თავზე, საერთოდ რაიმეზე გაცინება შეუძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი საქმე ჯერ კიდევ არ წამხდარა. ხალხი, რომელმაც ასეთი საღი, ასეთი გადამდები სიცილის უნარი შეინარჩუნა, არ არის განწირული”. გურამ ასათიანი (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე თავისუფლება მინდოდა და სიცილი იმისთვის ავირჩიე”. – ნოდარ დუმბაძე
* * *
„სიცილი – ადამიანის არსია!” – ფრანსუა რაბლე
* * *
„რაც სასაცილოა, შეუძლებელია საფრთხის შემცველი იყოს”. – ვოლტერი
* * *
„ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელსაც სიცილი შეუძლია მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაზე ნაკლები საბაბი აქვს ამისა”. – ერნესტ ჰემინგუეი
* * *
„ვინც იცინის, ის ყველაფერს პატიობს”. – ვასილი ჟუკოვსკი
* * *
„სიცილი ის მზეა, რომელიც ადამიანს სახიდან ზამთარს აშორებს”. – ვიქტორ–მარი ჰიუგო (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიადიდან სასაცილომდე, ისევე როგორც სასაცილოდან დიადამდე, მხოლოდ ერთი ნაბიჯია”. – ბესარიონ ბელინსკი
* * *
„გამოქვაბულში მცხოვრებ ადამიანებს რომ სიცილის უნარი ჰქონოდათ, ისტორია დღეს სულ სხვა გვარი იქნებოდა”.
* * *
„თუკი სიცილი თავად არ შეგიძლია, სხვას მაინც ნუ შეუშლი ხელს გაცინებაში”. – სტივენ კინგი