ირაკლი უგულავას ნაწარმოებიდან – “ერეკლეს შვილები”

“იასემ არავის დააცალა.

შაჰის ცხენთან მიხოხდა.

- მე გურჯისტანიდან გეახელით.დიდებულო შაჰო,რუსის ჯარი წავიდა თბილისიდან,ისევ მარტო დარჩა ერეკლე.

- საბუთი?

- მომპარეს,მთელი გზა თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი და მაინც მომპარეს,ამ ბიჭმა მომპარა.შემიბრალე დიდებულო შაჰო!

- ამ ლაწირაკმა გაგაბრიყვა?

- აგრეა,დიდო შაჰო.ამდენი ხანია ერთგულად გემსახურები,ერთი ბარათისათვის ნუ გამიმეტებ,ჯავად-ხანი ათას რამეს მპირდებოდა.

- მაინც რას? – დაინტერესდა მბრძანებელი.

- თბილისის მელიქობას.

- მიუქარავს! ქრისტიანს მელიქობას ვერ ვანდობ.

- მიბრძანეთ და რჯულს გამოვიცვლი.

შაჰს სახეზე ბოროტი ღიმილი აუთამაშდა.

- კაცი,რომელმაც სამშობლო გაყიდა,ახლა კი ასე ადვილად შეელია რჯულს,სიცოცხლის ღირსი არ არის.თავი მოჰკვეთეთ!” (ავტორი გენია.ჯი)

-

კომენტარის დატოვება