ნიკო ლორთქიფანიძე წერდა…
“ხელიდან გვეცლება მიწა.
იკარგება ენა,
თავს გვენგრევა ციხე-ტაძარი,
ყველა ეს არაფერია!
სული დაკნინდა,სული! დაბეჩავდა გული,
აი სავალალო რაა!
სული აშენებს ციხე-ტაძარს,
სული ქმნის ენას,
სული იძენს და აპოხიერებს მიწას,
ეს სული დაიკარგა!
ვერ ვხედავთ უანგარო ჭეშმარიტების მაძიებელს,;
მუხლს არავინ იყრის სამარადისო სიყვარულის წინაშე. (ავტორი გენია.ჯი)
რაინდულად თვალი თვალში გაყრილის აღარ ხვდება მტერი მტერს.
ჭორი და შური,ვით გესლიანი გველი,დასისინებს ჩვენ შორის.
ასეთ დროს,დროსა საზრახსა და სამარცხვინოს,ჩაგვაფიქრებს ჰამლეტის კითხვით:
“ყოფნა? არ ყოფნა?..”