ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნააზრევი…

“დაე,ჩემმა ხელოვნებამ ერთადერთ მიზნად უბედურთა ხვედრის შემსუბუქება დაისახოს”.

* * *

“მიხარია სუსტი ნებისყოფის რომ არა ვარ”.

* * *

“რახან ხელოვნების ნაწარმოებებს შეუძლია სარგებლობის მოტანა,ვისურვებდი ჭეშმარიტ არტისტებს რგებოდათ იგი უფრო მეტად,ვიდრე უბრალო ვაჭრებს”.

* * *

“ვთქვათ,მეგობარს ვხედავ გასაჭირში,ჩემი ჯიბე კი უფლებას არ მაძლევს მაშინვე დავეხმარო.საკმარისია სამუშაო მაგიდას მივუჯდე,რომ დახმარება თავისთვის მოდის”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“მე მხოლოდ ჩემს ნოტებში ვცხოვრობ და დავამთავრებ თუ არა რაიმეს,მაშინვე მეორეს ვიწყებ”.

* * *

“ო,რა ბედნიერი ვიქნებოდი,ჩემი სრულყოფილი სმენა რომ მქონდეს!”

* * *

“სმენა რომ არ მაკლდეს,კარგა ხანია შემოვივლიდი ნახევარ მსოფლიოს”.

* * *

“ადამიანები მხოლოდ მაშინ კი არ არიან ერთად,როცა ერთად ცხოვრობენ ხოლმე,არამედ ჩვენგან მოწყვეტილები,შორს წასულებიც ცოცხლობენ ჩვენთვის”.

* * *

“ადამიანს,სანამ შეუძლია ერთი კეთილი საქმეც კი გააკეთოს,უფლება არა აქვს სიცოცხლეს გამოეთხოვოს”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>