ისკანდერ მუნში – ლუარსაბ მეფისა და ქართველების შესახებ წერდა…
” …და მისცა შაჰ აბასმა ლუარსაბ მეფეს ტფილისის ვილაიეთი,საქართველოს განთქმული ქალაქი,რომლის ციხესიმაგრეს თავი მარჩვიბის ვარსკვლავედის თაღამდე ჰქონდა აღმართული… ხოლო ხსენებული ლუარსაბი იყო საოცრად მომხიბლავი,მშვენიერი სახისა,მოხდენილი ყმაწვილი.ჩვიდმეტი წლისა იქნებოდა შაჰს რომ ეახლა.ჭეშმარიტად,ასეთია თითქმის ყველა ქართველი ბატონიშვილი.ის კი არა და,საქართველოს მთელი ხალხი,ყოველი კაცი და ყოველი ქალი,იქაური ჰავა-ჰაერის სინაზის გამო,ნატიფ ღაწვთა და ლოყათა სიტურფითა და სინარნარით,ნაკვთებისა და ხელების მოხდენილობით,ყველა სხვა ადგილთა და ქვეყანათა ხალხებს სჯობია.ყველანი სამოთხის ბინადარი ქალის,ჰურიას მსგავსნი და იოსებ მშვენიერი ღაწვთა მქონენი არიან,მოსეს შუქმფენი ხელის სხივები გამოკრთის მათი სახეებიდან და ქრისტიანული სასწაულიც ცხადად ჩანს მათი საოცარი ენატკბილობიდან და საამური ქცევებიდან,თუმცა საქართველოში ქრისტიანობაა გავრცელებული და ქართველები მოკლებული არიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას (მაჰმადიანობას),მაგრამ თავისი უმწიკვლობით და ნაყოფიერებით,ქვეყნიერების ვერც ერთი მხარე საქართველოს ვერ შეედრება.სწორედ ქართველთა სამშობლოზე შეიძლება ითქვას ეს ლექსი:
“ყოველ წუთში თითო იესო დაიბადება,
ყოველ სახლში იესოს მშობელი მარიამი ჩასახლებულა”… (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ისკანდერ მუნში (1561-1634 წლები) წარმოადგენდა დიდ სპარს ისტორიკოსს.