“ბაზალეთის შავბნელი ბრძოლის” შემდგომ…
ბედუკუღმართი და ბედდამწვარი საქართველოს ისტორიის სისხლით გაჯერებულ ფურცლებზე ძმათამკვლელი ომების ქარიშხალი არაერთხელ არის აღწერილი.აღნიშნულ პოსტში შევეხები ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ავადსახსენებელი მოვლენის – “ბაზალეთის ბრძოლის” (1626 წლის გვიანი შემოდგომა) შემდგომ განვითარებულ ერთობ ამაღელვებელ,სამარცხვინო და ყურადსაღებ ფაქტს.მას შემდეგ,რაც ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-სა და გიორგი სააკაძის ძმათამკვლელი ბრძოლა დასრულდა,თეიმურაზს იმერელი ტყვეები მიჰგვარეს.
- ყველას თითო ყური აათალეთ და ისე გაუშვით, – ბრძანა ქართლ-კახეთის “გამარჯვებულმა” მეფემ და კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი თავისი ესოდენ უღირსი ბრძანებით.
მისი ბრძანება,რაღა თქმა უნდა აღსრულებულ იქნა,თუმცა რატომღაც,ხოსია მაჭავარიანის შემთხვევაში,თეიმურაზმა ბრძანა,რომ სხვებისაგან განსხვავებით მისთვის ორივე ყური მოეჭრათ.
- სულ მთლიანად ნუ მომაჭრით,ნახევარ-ნახევარი მაინც შემარჩინეთ, – შეჰღაღადა ხოსიამ თეიმურაზს.
- ორივე ძირში დაათალეთ, – ჟინიანად გაიმეორა “ქართველებზე გამარჯვებულმა” ქართველმა მეფემ, და მოჰკვეთეს უბედურს ორივე ყური.
- არ მეგონა,თუ ასეთი გულპიწკი იყავი, – შებღავლა უკვე ყურებმოკვეთილმა ხოსია მაჭავარიანმა ქართლ-კახეთის მეფეს.
ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ მანამდე არც ერთ ქართველს “ყურიანსა” თუ “უყუროს” – მსგავსი მაყვედრებელი სახელნართაული სიტყვა არ უკადრებია თეიმურაზისათვის უფრო დიდი ბოროტების გამო, და მითუმეტეს მაშინაც კი,როდესაც საქართველოს მეფემ – საქართველო დაამარცხა! (ავტორი გენია.ჯი)