“რენოდოს პრემია”
“რენოდოს პრემია” - წარმოადგენს ფრანგულ ლიტერატურულ პრემიას,რომელსაც სახელი დიდი ფრანგი გამომცემლის,ექიმისა და თანამედროვე ჟურნალისტიკის ფუძემდებლის – თეოფრასტე რენოდოს (1588-1653 წლები),საპატივცემულოდ ეწოდა.იგი დაარსებულ იქნა 1926 წელს ათობით ფრანგი ჟურნალისტისა და ლიტერატურული კრიტიკოსის მიერ,მაშინ როდესაც უნდა გამოქვეყნებულიყო რეზულტატი,უდიდესი ფრანგული ლიტერატურული ჯილდოს “გონკურის პრემიისა”.ამ მოვლენით,ფაქტიურად “დენოდოს პრემია” ერთგვარ დამატებად იქცა “გონკურის პრემიისა”. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ორივე ლიტერატურული პრემია ერთსა და იმავე დღეს გაიცემა (ნოემბრის თვის პირველივე სამშაბათს).”რენოდოს პრემიის” პირველ ჟიურიში წარმოდგენილი იყვნენ ფრანგული ლიოტერატურული ხელოვნების ცნობადი სახეები – რაიმონ დე ნი,მარსელ ესპიო,ჟორჟ სარანსოლი,ნოელ საბორდი და სხვები.თითოეული ჟიურის წევრი,პირველი “რენოდოს პრემიისა”,თავის მხრივ წარმოადგენდნენ თეოფრასტე რენოდოს ბიოგრაფიების ავტორებს,ლიტერატურული გამომცემლობის სერიიდან “ცხოვრება ცნობილი ადამიანებისა”.2003 წლიდან აღნიშნული ჯილდოს გაცემა დაიწყო საუკეთესო ესეების ავტორებზე. (ავტორი გენია.ჯი) “რენოდოს პრემია” სხვადასხვა პერიოდებში მინიჭებული აქვთ,ისეთ ცნობილ ლიტერატორებს,როგორებიც იყვნენ: მარსელ ემე,ლუი-ფერდინანდ სელინი,ლუი არაგონი,როჟე პეირეფიტი,ლუი გიიუ,ჟორჟ პერეკი,ფრედერიკ ბეგბედერი და სხვები.