ჯანსუღ ღვინჯილიას მოსაზრებები…
1. ”უხმაუროდ და უანგარიშოდ შექმნა შვენის ყველა საქმეს”.
2. “მტერი ყოველთვის უფრო ფხიზელია”.
3. “სიცოცხლის ზეიმის,ბედნიერების,ძალმოსილების დასანახვებლად არის გამიზნული სიკვდილისა და უბედურების გარკვეული დოზით განცდა”.
4. “სულგრძელობა უძვირფასესი ადამიანური თვისებაა”. (ავტორი გენია.ჯი)
5. “დიდი წარსული დიდ აწმყოს შვენის,იგი ითხოვს ღირსეულ აწმყოს”.
6. “სულიერი სისპეტაკე უფაქიზესი რამაა,იგი გამუდმებულ მზრუნველობას და ერთგულებას ითხოვს,მცირეოდენი ღალატი და მერე არაფრის გამოსწორება არ შეიძლება,უმალ შეიმღვრევა,სამუდამოდ უნდა გამოეთხოვო,გამუდმებული ერთგულება კი მხოლოდ მას შეუძლია,ვისაც უკვე სხვაგვარად არსებობა არ ძალუძს,ვისი ცხოვრების წესი ამ სისპეტაკისათვის დაფერფვლას გულისხმობს”.
7. ”ადამიანებს, – დამნაშავეებსა და უდანაშაულოებს,აგრესორებსაც და სამშობლოს დამცველებსაც – ომი ასაცოდავებს”.
8. “გულგრილად მაცქერლისათვის დიდი ცხოვრება ისე შეუმჩნევლად მიდის ჰორიზონტისაკენ,რომ შეშფოთების იოტისოდენა წვეთიც არ ჩაეღვრება სულში”.
9. “არხეინად სიარული წუთისოფლის გზებზე უბრალოდ არ შეიძლება,დაარხეინებულ ხასიათს არ გაპატიებს სინამდვილის მკაცრი დინება”.
10. “ქართველი კაცის ბუნება გაძლების ნიჭით იყო აღმატებული უპირველეს ყოვლისა”. (ავტორი გენია.ჯი)