“დამაკვირდი”
1. “ხშირად ადამიანებს უფრო ეწადნიერებათ და ეხერხებათ მოკვლა საკუთარი ღმერთისა.
ცოცხალ ღმერთს ვერ იტანენ.
მკვდარი ღმერთი კი უყვართ, – თვითონვე რომ მოჰკლავენ და თვითონვე გააღმერთებენ.
და მოჰკლეს ღმერთი ჰებრაელთა.ხელი შეიგინეს სამარადჟამოდ…” – ლევან სანიკიძე (ავტორი გენია.ჯი)
2. ” – რა არის მშვენიერი,სად არის მშვენიერება… რამდენი ცდილობს იყოს მშვენიერი,ცალკე დგომას ამჯობინებს,ცდილობს ყველა მხრიდან დაგანახოს თავისი განუმეორებელი თავი,რაღაცას მიედ-მოედება,იპრანჭება,თავს გაწონებს,თითქოს ადამიანის ცხოვრება მოდების დემონსტრირებაა და სხვა არაფერი…”
3. “ჩვენ ხშირად არ გვყოფნის ძალა თვითგვემისათვის,საკუთარი ნაკლის აღიარებისათვის”. – ჯანსუღ ღვინჯილია
4. “გამოჩენილი კაცები იმით უფრო არიან შესანიშნავნი,რომ მათი,არა თუ სიცოცხლე,სიკვდილიც-კი სამოძღვრო და საგულისხმოა ქვეყნისათვის!” – აკაკი წერეთელი
5. “ვინ იცის,რამდენს შერჩა ქვეყნისა და ხალხის დაფარული თუ დაუფარავი ღალატი”. – ლევან სანიკიძე
6. “სულზე თუ ფიქრობ უნდა დაითმინო კიდეც”. – ლევ ტოლსტოი
7. “მიკვირს,როგორ არ ჰყოფნით ადამიანებს სიმამაცე საიმისოდ,რომ დიდხანს იცოცხლონ”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (ავტორი გენია.ჯი)
8. “სულაც არ მანაღვლებს სიკვდილი,ვიცხოვრე,ვიშრომე და ვიცი,რომ სამშობლოს შვილნი სინანულით მომიგონებენ”. – მიხეილ ლომონოსოვი
9. “ჯერ არავის და არასდროს გაუბედია გაექირდა ტანჯვა,რომელიც მრავალი ადამიანისთვის საყვარელი პროფესიაა და კვლავადაც ასეთივე დარჩება.ჯერ არავის და არასდროს არ აღძვრია ტანჯვისადმი ზიზღის გრძნობა”. – მაქსიმ გორკი
10. “ყველამ რომ იცოდეს რა მძიმედ გადასატანია დარდი,ნაკლები ადამიანი დაიხოცებოდა”. – ბერნარდ მალამუდი