მუხრან მაჭავარიანი – “საქართველო”

ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო და მინდორ-ველი,

ვინც არ უნდა იყოს იგი – ფინელი თუ ინდოელი,

ვინც გლეხია,

ვინც მუშაა,

ვინც სიმართლის მძებნელია -

საქართველო არ უყვარდეს – ყოვლად შეუძლებელია!

* * *

კიდვ უფრო,კიდევ უფრო იღორძინე საქართველოვ,

კიდევ უფრო ბევრი შვილი გამოზარდე სასახელო,

კიდევ ერთი რუსთაველი,

კიდევ ერთხელ აამღერო;

შენც იხარო,

ჩვენც გვახარო,

გამხნევდე და გაგვამხნევო! -

გევალება,

საქართველოვ!

შეგიძლია,

საქართველოვ!

გაგიმარჯოს,

საქართველოვ!

კომენტარის დატოვება