„მარტოობის ასი წლის” შესახებ წერდნენ…
„ახლახან ჩავათავე რომანის 75 გვერდი… სრულიად წარმოუდგენელი რამაა! ყურმოკრული მშვენივრად უთავსდება ნამდვილს,სიზმარი – რეალობას, და მთელი ამ ლეგენდების,გაზვიადებებისა თუ გამოგონილი ამბების წყალობით,მაკონდო მთელ სამყაროდ იქცევა,ბიბლიურ მიწად – მთელი თაობებით,საკუთარი აღმასვლითა და დაქვეითებით,აღზევებითა და გაპარტახებით,ადამიანური მისწრაფებებითა და საკუთარი დროის საწყისითა და დასასრულით,ადამიანური ვნებებითა და ბორკოლებით,რასაც საბოლოოდ,განადგურებამდე მისჰყავს ისინი”.
“კარლოს ფუენტესი”
“მარტოობის ასი წელი” ისეთივე ღრმაა,როგორც თავად კოსმოსი და ათასგვარად შეიძლება იგი წაიკითხო”
“ხორხე ლუის ბორხესი”
“მარტოობის ასი წლის” წაკითხვისთანავე თითქოს რაღაც ესთეტური გაბრძოლების შიში გეუფლებათ,რადგან ყოველი გვერდი აქ ისეა გაჯერებული ცხოვრებით,რიგით მკითხველს ამ ყველაფრის ერთბაშად აღქმაც კი უჭირს”.
“ჰაროლდ ბლუმი” (ავტორი გენია.ჯი)
“მარტოობის ასი წელი” ისეთ სიღრმეებსა და სიმდიდრეს გვთავაზობს,რაც მთელ თაობებს მისი განსჯისა და გადააზრების საშუალებას უტოვებს”.
“ანიბალ გონსალესი”
“მარტოობის ასი წელი” დონ კიხოტის მერე,ყველაზე რეალისტურად ჰუმანური ნაწარმოებია მთელს ესპანურ ლიტერატურაში”.
“რუბენ პელაიო”
“მარტოობის ასმა წელმა” – ესპანური ენის მეშვეობით,წარმოსახვის ყველა კარისა და ფანჯრის გამოღება მოახერხა; მან გაამდიდრა და კვლავაც ამდიდრებს ჩვენს თვალსაწიერს; თანაც,სხვა კულტურებისა და ენის წიაღში მოღვაწე მწერლებზეც სულ უფრო და უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს!”
“ტომას ელოი მარტინსი”
“მარტოობის ასი წლის” თხრობა უწყვეტია,ყოველგვარი “ჩავარდნების” გარეშე; ხასიათები – ლამის იდეალურად გამოკვეთილი,ტექსტი – ირონიით გაჯერებული.ენობრივი ქსოვილის სიმდიდრეზე აღარაფერს ვიტყვი.გაბრიელ გარსია მარკესი კვლავინდებურად რჩება ჩვენი დროის უდიდეს ესპანურენოვან მწერლად – მისი პროზა მთლიანად თვითნაბადია,მას არც მისაბაძი ჰყოლია ვინმე და ვერც მისი მიმბაძველი გამოჩნდა აქამომდე”.
“ხოაკინ მარკო” (ავტორი გენია.ჯი)
“ამ წიგნმა ყველაფერი იცის და არც არასოდეს არაფერი ეშლება!”
“რიკარდო კარლოს იგუარანი”