აკაკი წერეთელი – “ჩემი აღსარება”
“სულითა და გულით ქართველი ვარ,პატრიოტი.სამშობლოს კეთილწარმატება,მიტომ მენატრება,რომ ის პირნათლად,მჭიდროდ შეუკავშირდეს ფერადოვან მსოფლიოს.სიტყვა “პატრიოტი” დღეს ზოგიერთებისაგან საკიცხავ სიტყვად არის გადაქცეული.იმათ პატრიოტობა შოვინიზმი ჰგონიათ,როდესაც ამ ორ სიტყვას შუა დიდი ზღვარია და ერთმანეთში საერთო არა აქვსთ რა! – სასწორ-მხედველო პატრიოტობას უტყუარი ბუნება მოითხოვს და თვალ-დამდგარ შოვინისტობას კი – ეგოიზმი,უმართლო თავ-მოყვარეობა.ქრისტემ ბრძანა: “შეიყვარე მოყვასი შენი,ვითარცა თავი თვისიო” და ეს იმას ნიშნავს,რომ ადამიანს თავის თავზე უფრო არავინ უყვარს და ვინც თავზე ხელაღებულია,ის ვერც სხვას შეიყვარებს.”ჯერ თავო და თავო,მერე ცოლო და შვილოო”,უთქვამს ჩვენს ძველებს. და “ჩიტი სადაც დაიბადა,მისი ბაღდადიც იქ არისო”.ჯერ თავისი და მერე სხვისი!.. ვისაც სამშობლო არა სწამს,ვისაც მშობელი,ნაშობი,თანშობილი არ უყვარს და თავს მითი მართლულობს,რომ მე განურჩევლად მთელი მსოფლიო მწამს და მთელი კაცობრიობა მიყვარსო,ის შემცდარია!..
ამაების ყოლიფრის წინააღმდეგია ნამდვილი პატრიოტი.სიყვარულმა ანგარიში არ იცის!.. იმას უყვარს სადაც შობილა და იმას არ იტყვის რომ ჩემი სამშობლო ჩემი საკადრისი არ არის,იქ არაფერია გასაკეთებელი,სამაგიეროს ვერ გადამიხდის,შრომის სასყიდელი არ შეუძლია,დაცემულიაო და სხვანი. და მე კი სხვაგან მეტს გავიკეთებო.სამშობლო დედასავით უნდა უყვარდეს ყველას და რა გინდ სნეულ-დავარდნილიც იყოს დედა,შვილს არა აქვს უფლება ზურგი უჩვენოს და მიატოვოს.
დღეს საქართველო დაცემულია.ადრე 15 საუკუნის განმავლობაში იგერიებდა შემოსეულ მტერს.თუმცა დამცირდა,დაპატარავდა,მაგრამ,როგორც რკინა ცეცხლში,ისე კი გაფოლადდა და საშვილიშვილოდ ანდაზაც დაგვიგდო: “ჭირსა შინა გამაგრება,ისე უნდა,ვით ქვიტკირსაო”. (ავტორი გენია.ჯი)