გიუსტავ ფლობერი – “ეპიზოდი”
დიდ ფრანგ მწერალსა და XIX საუკუნის დასავლეთის ერთ-ერთ უდიდეს რომანისტს – გიუსტავ ფლობერს (1821-1880 წლები),რომელიც უკვე ხანდაზმულ ასაკში იმყოფებოდა,ოპერაცია გაუკეთეს ლოყაზე რაღაც ჩირქოვანი მუწუკის ამოსაკვეთად.აღნიშნულმა ფაქტმა იგი იმდენად დათრგუნა,რომ ადამიანები იმ უბედურ ქმნილებებად მიიჩნია,რომლებსაც დაბადებითვე თან რომ სდევს ხრწნილებისა და ლპობის პროცესი.ამის თვალნათელი მაგალითი კი,მის მიერ თავისი საყვარელი ქალისათვის – ლუიზა კოლესათვის გაგზავნილი წერილია,სადაც ფლობერი წერდა:
“თითქოს საკმარისი არ იყოს სნებოვნება და სიდამპლე,წინ რომ უსწრებს ჩვენს ამქვეყნად მოსვლას და მიცვალების შემდგომაც არ აგვცდება… დღეს დაკარგავ კბილს,ხვალ გაგცვივა თმა,იხსნება იარა,ჩირქდება მუწუკი… ამას დაურთე კოჟრები ფეხებზე,ბუნებრივი მყრალი სუნი,ყველა სახის სეკრეცია – ყველაფერი ეს ქმნის ადამიანის არაჩვეულებრივად მიმზიდველ სურათს.ჰოდა,მოდი და იფიქრე,რომ იგი უყვართ”. (ავტორი გენია.ჯი)