ნიკოლოზ გოგოლი – “ეპიზოდი”

უკრაინული წარმომავლობის მქონე დიდი რუსი მწერალი და თანამედროვე რუსული რეალიზმის “მამად” წოდებული – ნიკოლოზ გოგოლი (1809-1852 წლები),ერთობ ინფანტილური ხასიათით გამორჩეული ლიტერატორი იყო.როგორც მისი ბიოგრაფი და მემუარისტი ირწმუნებოდა,გოგოლს საკმაოდ უცნაური ახირება გააჩნდა საწოლთან დაკავშირებით.მიუხედავად იმისა,რომ თავის სამუშაო ოთახში საწოლი ედგა,იგი ზედ თითქმის არასოდეს დაწოლილა.გარდა ამისა,ნიკოლოზი საწოლის გარდა არ წყალობდა დივანსაც და ამჯობინებდა,სავარძელში ჩამჯდარიყო და თვალმილულულს ეთვლიმა.გოგოლის ასეთი ქმედება დიდად აწუხებდა მის მეგობარს პ.ანენკოვს,რომელიც აღნიშნულის შესახებ წერდა:

“გოგოლი ისედაც წარამარა შემოდიოდა ჩემს ოთახში,ბოლო დროს კი უფრო მოუხშირა სიარულს,სელის ვიწრო დივანზე ჩამოჯდებოდა,თავს ხელებზე დაანდობდა და თვალებს მილულავდა,დიდხანს თვლემდა ხოლმე ამგვარად,მას შემდეგაც კი,საწოლში რომ ჩავწვებოდი და სანთელს ჩავაქრობდი,მერე როდის-როდის წამოდგებოდა და თითის წვერებზე გავიდოდა ხოლმე თავის ოთახში,იქ ზუსტად ამგვარადვე მოიკალათებდა სელის დივანზე და გათენებამდე იჯდა ამგვარად”.

ასეთ უცნაურ  საქციელს კი,თავად ნიკოლოზ გოგოლი შემდეგი სიტყვებით ხსნიდა: “საწოლში რომ ვწვები,მთელი სხეული რაღაცნაირად “მიშეშდება”,გარდა ამისა,იმისაც მეშინია,გული არ შემიღონდესო”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>