ლევ ტოლსტოი წერდა…
“ორში ერთი უნდა აირჩიო: თუ ეშმაკის გზას გაჰყვები – ილოთე,ილანძღე,შეიძულე,ვერცხლსა და საშოვარს დაჰხარბდი,ღვთის კანონს კი ნუ შეუდგები,კაცისას მისდიე, – და უვარგის ცხოვრებას ეწევი; ღვთის სამსახური თუ გწადია – მხოლოდ მისი უნდა გესმას: არათუ ვინმე გაძარცვო ან მოკლა,არავინ უნდა განსაჯო,არავინ შეიჯავრო,ცუდ საქმეში არ გაერიო,ჰოდა უვარგისი ცხოვრებაც აგცდება”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჰოდა,თუ ღვთის წესზე გინდა იცხოვრო,მაშინ ღმერთს უნდა დაუჯერო,ადამიანებს კი არა.თუ ღვთის წესზე იცხოვრებ,სხვისი მიწიდან ხალხს არ აჰყრი,არც გზირობას და მამასახლისობას იკისრებ,ღალას არ აჰკრეფ,არც ჩაფრად და იასაულად გამწესდები,ყველაზე მეტად კი სალდათობას მოერიდები,ფიცს არ დასდებ – ადამიანს მოვკლავო.
* * *
“სწორედ იმიტომ ვცხოვრობთ ცუდად,რომ ღმერთი აღარ გვახსოვს”.
* * *
“გიჯობთ,კაცის მტრობა არ შეინახოთ გულში,თორემ სიავე ხეირს არ დაგაყრით”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ღმერთი ყველას გვაკმარებს.ავი სიტყვა გითხრა ხომ იმ დედაბერმა,შენ ცუდი არ აკადრო,ასწავლე,რისი თქმა სჯობია,ჩხუბიც მოსვლია ცოდვილ ხალხს.ასეც ხდება ხოლმე.მერე მიდით,აპატიეთ ერთმანეთს და მორჩით დავიდარაბას.ჯიბრზე თუ დაუდგებით – თქვენთვისვე იქნება უარესი”.