კაცუშიკა ჰოკუსაი – “კანაგავას დიდი ტალღები”

“კაგანავეს დიდი ტალღა” – წარმოადგენს დიდი იაპონელი გრავიორის,ილუსტრატორის,მხატვრისა და უკიიოს სახვითი ხელოვნების სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის - კაცუსიკა ჰოკუსაის (1760-1849 წლები) მიერ ხეზე დახატულ უნიკალურ გრავიურას.იაპონელმა ხელოვანმა აღნიშნულ გრავიურაზე მუშაობა 1823 წელს დაიწყო და 1831 წელს დაასრულა.სურათის სიმაღლე 25,4 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე კი 38,1 სანტიმეტრი.საინტერესოა ის გარემოება,რომ კაცუსიკა თავისი ცხოვრების განმავლობაში 30-მდე ფსევდონიმით სარგებლობდა და თითოეული მისი ფსევდონიმი განეკუთვნებოდა მისი სახვითი შემოქმედების ეტაპების სხვადასხვა პერიოდიზაციებს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “კაგანავეს დიდი ტალღა” პირველი სურათია იმ საყოველთაოდ ცნობილი სურათების სერიისა,რომელსაც “მთა ფუჯის ოცდათექვსმეტი ხედი”-ს სახელით ვიცნობთ.

გრავიურაზე გამოსახული უზარმაზარი ტალღა,რომელიც ნავებს დაძირვით ემუქრება,წარმოდგენილია კაგანავის პრეფექტურის სანაპიროს სიახლოვეს იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთის (ზღვის დონიდან 3 776 მეტრი სიმაღლის მქონე) – ფუძიამას მთის ფონზე.ისევე როგორც “მთა ფუჯის ოცდათექვსმეტი ხედი”-ს სერიის სხვა სურათები,აღნიშნულ გრავიურაზეც იაპონიის უმაღლესი მთა სიუჟეტის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს.

კაცუსიკას შედევრი გრავიურა ფართო საზოგადოებამ პირველად 1832 წელს იხილა და იგი იმთავითვე იქცა მისი შემოქმედების ყველაზე ცნობილ ნამუშევრად.საინტერესოა ის გარემოება,რომ გრავიურის ასლები წარმოდგენილია მსოფლიოს დიდებულ მუზეუმებსა და გალერეებში,მათ შორის – “ბრიტანეთის მუზეუმში”,კლოდ მონეს სახლ-მუზეუმში ჟივერნში (საფრანგეთი) და სხვა.თავად ორიგინალი ვერსია კი დაცულია ნიუ-იორკში მდებარე “მეტროპოლიტენ-მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)

კაცუსიკა ჰოკუსაი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>