ვაჰიბას უდაბნო
ვაჰიბას უდაბნო – წარმოადგენს ქვიშიან უდაბნოს ახლო აღმოსავლეთში,კერძოდ ომანის სასულთანოში.სახელწოდება იმ რეგიონმა,სადაც უდაბნოა განთავსებული,ამავე რეგიონში მაცხოვრებელი ვაჰიბას ტომის ხალხის გამოისობით მიიღო.ვაჰიბას უდაბნო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 180 კილომეტრზე გადაჭიმული,ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ კი 80 კილომეტრზე.მისი სრული ფართობი შეადგენს 12 500 კვადრატულ კილომეტრს და ჩამოყალიბებულ იქნა მეოთხეული სისტემის პერიოდში (დედამიწის გეოლოგიის ისტორიის უკანასკნელი პერიოდი,რომელიც დღემდე გრძელდება).უდაბნოს ფორმირებას სათავე დაუდო სამხრეთ-დასავლეთით მქროლავმა მუსონებმა და ჩრდილოეთის მუდმივმა ქარებმა – პასატებმა.დიუნების ტიპებით ვაჰიბას უდაბნო შესაძლოა დაიყოს მაღალ,ზედა და დაბალ ზონებად.უდაბნოს ჩრდილოეთით განთავსებული დიუნები ჩამოყალიბებულ იქნა უკანასკნელი რეგიონალური გამყინვარებისას და მათი სიმაღლე ხშირ შემთხვევაში 100 მეტრია.უდაბნოს სამხრეთი და დასავლეთი საზღვრები ალუვიონის სისტემებით (მდინარეული ნალექით) – ვადი-ბატჰასა და ვადი-ვაჰიბუსაგან შედგება.
ვაჰიბას უდაბნოს მიმართ სამეცნიერო ინტერესი 1986 წელს დაფიქსირდა.სწორედ აღნიშნულ პერიოდში “ინგლისის სამეფო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ” მოაწყო ექსპედიცია და სრულყოფილად ასახა უდაბნოში წარმოდგენილი ლანშაფტი,ფლორისა და ფაუნის წარმომედგენლები (მათ შორის 16 000 უხერხემლოების ჯგუფისა და 200 სხვადასხვა სახეობის ცხოველი).გარდა ამისა დარეგისტრირებულ იქნა ვაჰიბას უდაბნოში არსებული ადგილობრივი ფლორის 150 სახეობის მცენარე.უდაბნოს ტერიტორიაზე დასახლებული არიან ბედუინები,ალ-ვაჰიბას,ალ-ამრის,ალ-ბუ-ისას,ჰიმკანის,ჰიმშისა და ჯანაბას ტომის ხალხები,რომლებიც ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით,უდაბნოს სიახლოვეს მდებარე ელ-ჰუვეიას ოაზისში ფინიკის შეგროვებით არიან დაკავებული.შესაბამისად,ვაჰიბას უდაბნოს ადგილობრივებისათვის უდიდესი დანიშნულება გააჩნია. (ავტორი გენია.ჯი)