“თუთინამე” – (თუთიყუშის წიგნი)
“თუთინამე” - ინგლისურ ენაზე “Tutinama”,რომელიც სპარსული ენიდან ითარგმნება,როგორც - ”თუთიყუშის წიგნი”,წარმოადგენს დაახლოებით 1300 წელს დაწერილ სპარსულ-ტაჯიკური კლასიკური პროზის უძვირფასეს არაკების კრებულს,რომელიც დაწერილ იქნა სპარსული წარმომავლობის მქონე დიდი ინდოელი მწერლისა და ექიმის - ზიაედინ ნახშაბის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა აღნიშნული წიგნისა ნახშაბი ავტორია სხვადასხვა ფილოსოფიური და სამედიცინო ტრაქტატებისა.თავად “თუთინამე” კი წარმოადგენს იმ დიდაქტიკურ,იუმორისტულ და ეროტიულ ნოველათა კრებულს,რომელიც საუკუნეების მანძილზე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ინდოეთსა და შუა აზიაში.არაკებს “თუთინამეში” ჰყვება თუთიყუში,რათა გაართოს თავისი პატრონის ცოლი და არ მისცეს მას ქმრის ღალატის საშუალება.როგორც ტავად ავტორი აცხადებდა,მან ნაწარმოები ინდურ წყაროებზე დაყრდნობით შექმნა და გადაამუშავა,განსაკუთრებით კი “შუკასაპტიდან”,რომელიც თარგმანით “თუთიყუშის სამოცდაათ მოთხრობას” აღნიშნავს.სწორედ ამიტომ მიიჩნევენ სპეციალისტები,რომ “თუთინამეში” მოყვანილი მრავალი არაკი ავტორის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან აღებული ნამუშევრების გადამუშავების შედეგად დაწერა,თუმცა მასში ასევე მრავლად არის თავად ავტორის მიერ გამოგონილი არაკები.აღსანიშნავია ისიც,რომ “თუთინამე” შეიცავს მრავალ შესანიშნავ მეტაფორას. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით გავრცელებულ იქნა “თუთინამეს” ხალხური ვერსია – “ჩეჰელ თუთი” (თუთიყუშის ორმოცი არაკი).აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ზიაედინ ნახშაბის არაკების კრებული “თუთინამე” ითარგმნა მრავალ ენაზე,მათ შორის ქართულ ენაზეც.