მოლოპო
მოლოპო – წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბოტსტვანას რესპუბლიკაში გამდინარე მდინარეს.მისი საერთო სიგრძე 970 კილომეტრია,ხოლო აუზის სრული ფართობი 367 201 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.მდინარე მოლოპო სათავეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქების – ლიხტენბურგისა და გროტ-მარიკოს შორის იღებს.თავდაპირველად,იგი დასავლეთით მიედინება,ხოლო შემდგომ სამხრეთ-დასავლეთით აგრძელებს სვლას.შუა დინებაში,მდინარე ფორმულირებას უკეთებს ბოტსტვანის რესპუბლიკისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკმაოდ დიდ სასაზღვრო მონაკვეთს.ცნობილია,რომ მისი დინება არასტაბილურობით ხასიათდება.ძლიერი სეზონური წვიმების დროს,მდინარე მოლოპო სამხრეთ აფრიკის ყველაზე გრძელ მდინარეში – ორანჟში ჩაედინება,ხოლო მშრალი სეზონებისას ეს მდინარეები ერთმანეთს ვერ კვეთენ.თავად კი,მისი ყველაზე დიდი შენაკადებია მდინარეები – ნოსობი და კურუმანი,რომლებიც ასევე სეზონური ცვალებადობის მიხედვით უერთდებიან მას.მოლოპო უდიდეს დანიშნულებას ატარებს იმ რეგიონებისათვის,სადაც ის მიედინება,რადგან ადგილობრივები მას სარწყავად იყენებენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მდინარე მოლოპო ულამაზეს გეოგრაფიულ ლანდშაფტში მიედინება და მისი სანაპიროები ერთობ თვალისმომჭრელი ბუნებით ხასიათთება.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ აღნიშნული მდინარე ბუნებისმოყვარულ ტურისტებში დიდი ინტერესის ობიექტს წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი)