ქურნატ-ას-საუდა

ქურნატ-ას-საუდა – წარმოადგენს ლიბანის ქედის,იგივე ჯეჯელ-ლუბნანის უმაღლეს წერტილს და ზოგადად დასავლეთ აზიაში მდებარე ლიბანის რესპუბლიკის უმაღლეს მთას.მისი სრული სიმაღლე ზღვის დონიდან 3 088 მეტრია და განთავსებულია ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქიდან – ტრიპოლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში.მთის ფერდობები 1 800 მეტრ სიმაღლეზე ოთხი თვის განმავლობაში თოვლით არის დაფარული,ხოლო 2 500 მეტრ სიმაღლეზე და მას ზემოთ კი თითქმის ექვსი თვის მანძილზე.ლიბანის რესპუბლიკის უმაღლეს მთაზე,ტემპერატურა ზამთარზე რომ არაფერი ვთქვათ,ზაფხულშიც ძალიან დაბალია.წელიწადის ამ ულამაზეს დროს,ქურნატ-ას-საუდას მთაზე დღისით მაქსიმუმ + 10-15 გრადუს -ცელსიუსი სითბო ფიქსირდება,ხოლო ღამით კი + 5 გრადუს-ცელსიუსი.ზამთრობით ტემპერატირა – 20 გრადუს-ცელსიუსამდე ეცემა.ზამთრის პერიოდში ყოფილა შემთხვევები,როდესაც ტემპერატურა – 45 გრადუს-ცელსიუსამდეც კი დაცემულა.თავად მთის მწვერვალი ზვავების ჩამოწოლით განთქმული ადგილია,რის გამოც იგი ალპინისტებისათვის საფრთხის მომასწავებელ ადგილად არის ცნობილი.საინტერესოა ის გარემოება,რომ ადგილობრივებში დამკვიდრებული ლეგენდის თანახმად,მას შემდეგ,რაც ბიბლიური წარღვნა დამთავრდა,ნოემ სწორედ ქურნატ-ას-საუდას მთაზე დარგო ერთ-ერთი წმინდა ხე. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>