ვულკანი ატიტლანი

ატიტლანი – წარმოადგენს ცენტრალურ ამერიკაში მდებარე გვატემალას რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე განთავსებულ სტრატოვულკანს (შერეული ვულკანი,რომლის კონუსი აგებულია ერთმანეთის მონაცვლე გამყარებული ლავური ნაკადებისა და ლავის შეცემენტებული ნატეხებისაგან).მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3 535 მეტრია და მსოფლიოს უგრძესი მთათა სისტემის – კორდილიერების ნაწილია.ქვეყნის დედაქალაქიდან – გვატემალადან დასავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით ატიტლანის ტბის სიახლოვეს მდებარეობს.იგი ჩამოყალიბებულ იქნა დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა ეპოქაში,რომელსაც – პლეისტოცენს ვუწოდებთ და რონელიც ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 2,588 მილიონი წლის წინათ დაიწყო და 11,7 ათასი წლის წინ დასრულდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ატიტლანის ვულკანი გახლავთ ცენტრალურამერიკული ვულკანური რკალის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.საინტერესოა ის,რომ ატიტლანი სხვა უამრავი სახეობის ფრინველისა თუ ცხოველის მსგავსად,წარმოადგენს ორი უნიკალური და უიშვიათესი სახეობის ფრინველის – Oreophasis derbianus-ისა და Tangara cabanisi-ს საბინადრო ადგილსაც.აღნიშნული ვუკანის შესამჩნევი გააქტიურება ისტორიული წყაროების მიხედვით,სათავეს 1469 წელს იღებს,ხოლო მისი უკანასკნელი ამოფრქვევა 1853 წელს იქნა დაფიქსირებული. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>