აკაკი წერეთლის ნააზრევი…
“ის კი ყველას ემჯობინება,რომ თვითო-თვითო,მარტო,ცალ-ცალკე არ მივდიოდეთ იმ ჩვენგან არჩეულ გზაზედ!.. მარტოობამ იცის გზის დაბნევა”.
* * *
“ვინ არ იცის,რომ ყოველი ბედნიერება ხალხისა არის დამოკიდებული მის გონებით მდგომარეობაზე,რომ უსწავლელად და გაუნათლებლად შეუძლებელია მისი ცხოვრების გაუმჯობესება,განვითარება და, ერთი სიტყვით,მისი წინსვლა,ანუ პროგრესი”.
* * *
“რასაც დღესა ვსჯერდებით,ის ხვალ საკმაო აღარ არის ხოლმე…”
* * *
“გონება განა განგებ გამოგონებული გგონია.გამოგონებული განგებ გონება რა გონებაა”.
* * *
“როგორც მომეტებული ჯავრი და მწუხარება,ისე უზომო და გადაჭარბებული სიხარულიც ხშირად ენას უბამს კაცს და უნებურად ადუმებს”.
* * *
“მართალია,ბევრი ვერ არჩევს: თუ რა არის პირადი საქმე ან საზოგადო? მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით. და ვეცადოთ,რომ იმათაც აუხსნათ! – მაგალითად: ის რომ ვთქვათ,რომ რომელიმე მსაჯული რას სჭამს,რას სვამს,რას იცვამს ან რას იხურავს, – ეს,რასაკვირველია,კერძო საქმე იქნება.მაგრამ თუ კი ისინი სხვას სტაცებენ ლუკმას და ისე სჭამენს,ხალხსა ატყავებენ და მითი ტანს იმოსვენ,ამაზედ ხმა უნდა ამოვიღოთ,ეს საზოგადო საქმე იქნება და არა საპირადო, და არც გვმართებს მორიდება”.
* * *
“წმინდათ გამძრახველსა და წმინდის მიზნისაკენ მიმავალ კაცს უნებურათ რომ გზაც დაებნეს,ცოდვათ არ ჩეთვლება.ნათქვამია: უმჯობესია იერუსალიმს გზა-აბნევით მიდიოდეს კაციო,ვიდრე ქაბას პირ-და-პირ,გზა დაუბნეველადო. და მართალიც არის; მხოლოდ ის არ წამოჰკრავს ფეხსა და არ გადაუხვევს,ვინც მკვდარსავით გაშხვართულია და ნებიერ ძილს ეძლევა.უმჯობესია კეთილ-გზაზედ უნებურათ რამდენჯელმე დაეცეს კაცი და ბოლოს მაინც მიახწიოს მიზნამდი,ვიდრე უწმინდურ გზაზედ ფეხ-მარჯვედ იყოს და ან სულ არ ინძრეოდეს,იწვეს ნებიერად”. (ავტორი გენია.ჯი)