აბდულაჰ ბინ აბდულ კადირ მუნში
აბდულაჰ ბინ კადირ მუნში - დაიბადა 1796 წელს,მალაიზიის შტატ მალაკაში.იგი წარმოადგენდა დიდ მალაიზიელ განმანათლებელსა და მწერალს.მას ასევე მოიხსენიებდნენ შემოკლებული სახელით,როგორც “აბდულაჰ მუნში”,რაც თარგმანით – “მასწავლებელ აბდულაჰს” აღნიშნავს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აბდულაჰი დღემდე მიჩნეულია ტანამედროვე მალაიზიური ლიტერატურის ფუძემდებლად,რის გამოც მას – თანამედროვე მალაიზიური ლიტერატურის მამად მოიხსენიებენ.იგი ვაჭრის ვაჟი გახლდათ და ნახევრად არაბული და ნახევრად ტამილური წარმომავლობის მქონე იყო. (ავტორი გენია.ჯი) მუშაობდა კლერკად გამოჩენილ ბრიტანელ სახელმწიფო მოხელესთან,თანამედროვე სინგაპურის დამაარსებელთან და “სინგაპურის მამად” წოდებულ – სტემფორდ რაფლზთან (1781-1826 წლები).გარდა ამისა აბდულაჰი მალაიურ ენას შეასწავლიდა ევროპელ მისიონერებს და ინდოელ სიფაებს (დაქირავებული მებრძოლები კოლონიურ ინდოეთში მე-XVIII-XX საუკუნეებში).აბდულაჰი გახლდათ ის სწავლული,რომელიც დიდ დახმარებას უწევდა ინგლისელ სწავლულებს მალაიზიის აღწერისას.1840 წელს გამოიცა მის მიერ დაწერილი მცირე ზომის ვერსია “მალაიური გენეალოგია”.გარდა ამისა იგი ავტორია ისეთი ნაწარმოებებისა,როგორებიცაა – “აბდულაჰას ისტორია”,”აბდულაჰას ცურვის ისტორია”,”დავა-ულ-კულუბი” და სხვა ნაწარმოებები. (ავტორი გენია.ჯი) მანვე თარგმნა მალაიურ ენაზე,სანსკრიტული პროზის უძვირფასესი ნაწარმოები – “პანჩატანტრა”.მის მა შემოქმედებამ უდიდესი გავლენა იქონია არა მარტო მალაიურ ლიტერატურაზე,არამედ შემდგომი თაობების მალაიელ მწერლებზეც.აბდულაჰ ბინ კადირ მუნში გარდაიცვალა 1854 წელს,საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში.