მარიამ დედოფლის შესახებ ბიზანტიელები წერდნენ…
დიდი ქართველი მეფის ბაგრატ IV-ის ასული – მარიამ “მართა” ბაგრატიონი (1050-1118 წლები),როგორც რიგი ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ,გასაოცარი სილამაზითა და დიდებული ზნე-ჩვეულებებით გამორჩეული ქალბატონი გახლდათ.იგი 1065 წელს დაქორწინებულ იქნა ბიზანტიის მომავალ იმპერატორზე მიხეილ VII დუკა პარაპინაკზე,თუმცა მოგვიანებით მას დაშორდა და 1078 წელს მეორედ დაქორწინდა ბიზანტიის იმპერატორზე – ნიკიფორე III ბოტანიატეზე.მარიამის გასაოცარი სილამაზითა და აღზრდით აღტაცებული ბიზანტიელები,მათივე ქართველი დედოფლის შესახებ სახოტბო სიტყვებს არ იშურებდნენ.მის მეხოტბეთა შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიცაა – მიქელ პსელლოსი (დიდი ბიზანტიელი ფილოსოფოსი,მეცნიერი,ისტორიკოსი და პოლიტიკოსი) და ბიზანტიის სასახლის სეფე-ქალი – ანა კომნენე. (ავტორი გენია.ჯი)
მიქელ პსელლოსი მარიამის შესახებ წერდა:
“რომ დედოფლის ქება არ გამომივიდეს მისი გვარიშვილობის გამო,რომელიც სიმდიდრითა და შთამომავლობით ყველა სხვა სამეფო გვარს აღემატება,მის საქებრად კმარა ყველაფერში მისი ხასიათი,რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ღირსებებზე,მისი სახის სიმშვენიერე; თუკი ქალებისათვის დუმილი სამკაულია,იგი მარიამისთვის ყოველგვარ სამკაულზე უფრო უპატივესი იყო,რადგან არავის სხვას,გარდა თავისი ქმრისა,ენას არ გააცნობდა, და თავისთავადაც უფრო ლამაზი იყო,ვიდრე მაშინ,როცა საჭიროება მოითხოვდა მოკაზმულიყო”.
ანა კომნენე კი მიქელზე უფრო “შორს” წავიდა და მარიამის შესახებ შემდეგი ცნობები დაგვიტოვა:
“მარიამი იყო მაღალი და ტანადი,როგორც კვიპაროსი,თეთრი როგორც თოვლი,პირისახე ჰქონდა არც თუ ძალიან მრგვალი,მაგრამ გაზაფხულის ვარდივით ალისფრად გაფურჩქვნილი.ახლა თვალების ბრწყინვალებას აღარ იკითხავ? ვის შეუძლია ამის აღწერა? წამწამები გრძელი და განსაცვიფრებელი,თვალები ცისფერი.მხატვრის ხელი ხშირად გადმოგვცემს ხოლმე ყვავილების ნაირფერობას,რომლებითაც გვასაჩუქრებს წლის სხვადსხვა დრო; მაგრამ დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა,მისი ზნის სათნოება – ყველაფერი ეს აღემატება ფერწერას და ხელოვნებას.მოქანდაკეს არ დაუტოვებია მარიამის მსგავსი რამ ქანდაკება.ამბობენ,გორგონას თავი ქვებად აქცევდა ხოლმე ადამიანებს,ვინც მას შეხედავდა,ხოლო ვინც შემთხვევით მარიამ დედოფალს დაინახავდა,როცა იგი სეირნობდა ან უცაბედად სადმე შეხვდებოდა – საზღვარი არ ჰქონდა მის განცვიფრებას, და ის გაქვავებული რჩებოდა იმავე მდგომარეობაში,რომელშიც შეხვდებოდა დედოფალს, – თითქოს მის მნახველს სულიც წართმეოდეს და გონებაც.ასეთი თანაზომიერება ასოთა და ნავთთა,ასეთი შეხამება მთელისა ნწილებთან და ნაწილებისა მთელთან,მართლაც რომ არასოდეს არავის არ უნახავს ადამიანის სხეულში.ეს იყო ცოცხალი ქანდაკება,რომელიც ატყვევბდა მშვენიერების მოყვარულთ.ეს იყო თვით ჰომეროსი (სურვილი და სიყვარული),რომელსაც ხორცი შეუსხამს ამ ჩვენს დედამიწაზე”. (ავტორი გენია.ჯი)