ქეთევან წამებულის პასუხი იმამყული-ხან უნდილაძეს…
საქართველოს დაუძინებელმა მტერმა აბას I-მა,რომელიც თავს იწონებდა იმით,რომ ქართული ენა იცოდა,იმამყული-ხან უნდილაძეს უბრძანა კახეთის სამეფოს დედოფალი - ქეთევანი (1565-1624 წლები) დაერწმუნებინა იმაში,რომ მას რწმენა შეეცვალა.ირანის შაჰი უნდილაძეს იქვე მიუთითებდა,რომ უკეთუ ქართველი დედოფალი არ აღასრულებდა მის ბრძანებას,მაშინვე სასტიკი წამებით მოეკლათ იგი.საყურადღებო და ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ იმამყული-ხანი უნდილაძე,რომელიც თავის მხრივ საყოველთაოდ ცნობილი ალავერდი-ხანი უნდილაძის ვაჟი იყო,არა მარტო ქეთევან დედოფალს მფარველობდა ტყვეობაში,არამედ თეიმურაზ I-სა დალუარსაბ II-ის შვილების მფარველობითაც იყო დაკავებული. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,მას შაჰის ბრძანებამ თავზარი დასცა,რადგან კარგად უწყოდა,რომ ქართველი დედოფალი უკეთუ სიკვდილს არჩევდა,ვიდრე მისი სათაყვანებელი რწმენის შეცვლას.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ტომით ქართველმა ირანის ჯარის ყულარაღასმა (სარდალმა),აბას I-ს შეჰბედა და სთხოვა,რომ უმწეო ქალის სიცოცხლეზე ხელი არ აღემართა.თუმცა “ქართველთყლაპია” ირანის “ლომი” უნდილაძის თხოვნამ აღაშფოთა და მას მიუგო: “შენ რასაც გიბრძანებ,ის აღასრულე დაუყონებლივო”, – და ამ საკითხზე აუდიენციაც საბოლოოდ იქნა შეწყვეტილი.
ამის შემდგომ,იმამყული-ხანი უნდილაძე ქეთევან დედოფალს ეახლა, და ეაჯა: “ნუ შეეცდები წინაღუდგე მძვინვარე შაჰის ბრძანებას,მიიღე მაჰმადიანობა,ამით არაფერი დაშავდება,გარეგნულად აღიარე მხოლოდ,ხოლო გულით ისევ ქრისტიანი იყავიო”.
დიდმა ქართველმა წმინდანმა დედოფალმა,რომელსაც ბედი საშინელ და სასტიკ განაჩენს უმზადებდა,მოისმინა მისთვის დამაშვრალი ტომით ქართველის ვედრება,თუმცა სრულიად აუღელვებლად და სიტყვაშეუქცევლად,უარი ამ სიტყვებით უპასუხა:
“ჩემო კეთილო ძმაო,მე სხეულის გადარჩენისათვის არ გავწირავ ჩემს სულს,რასაც ჰქვია ქრისტიანობა და ქართველობა.სხეული მიწაა და დღეს თუ ხვალ ისედაც მიწად უნდა იქცეს,ხოლო ქრისტეს სჯული და საქართველო,მარადიული და მისი მოკვლა არც შენს ხელმწიფეს შეუძლია და არც მის ცრუ ღვთაებას”. (ავტორი გენია.ჯი)
… და ასე გადაწყდა კიდეც “წამების განსაკუთრებული ხელოვნებით” მოკვდინება დიადი ქართველი ქალისა…