ნიკოლოზ გოგოლი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,უკრაინული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი რუსი მწერალი,დრამატურგი,პოეტი და პუბლიცისტი - ნიკოლოზ გოგოლი (1809-1852 წლები),დიდი გემოთმოყვარეობით გამოირჩეოდა.ეს ფაქტი მის მიერ დაწერილ მრავალ მემუარებში,წერილებსა თუ მოგონებეში აქვს აღწერილი.სწორედ მათგან ვგებულობთ,თუ როგორ იქცეოდა იგი სადილობისას სუფრაზე,გეგონებოდათ “მღვდელმსახურებას ეწევაო”.რა დიდი ამბით იწყებდა ხოლმე ტრაპეზს ხოლმე და რა მნიშვნელობას ანიჭებდა კარგ საჭმელს.ერთ-ერთ წერილში აღნიშნავდა,რომ რესტორანი – “სატრაპეზო ტაძარი” იყო.საინტერესოა ისიც,რომ დიდი გურმანი გოგოლი,თავადაც შესანიშნავად ფლობდა კერძების დამზადების ხელოვნებას და ამ საქმეს იგი,მთელი სერიოზულობითა და ხალისითაც აკეთებდა.მისი მეგობარი ს.აქსაკოვი წერდა: “გოგოლი რომ უდიდესი მწერალი არ ყოფილიყო,უეჭველად დიდი მზარეული იქნებოდაო”.მაშასადამე,გოგოლის დამოკიდებულება საჭმლისადმი რამდენადმე უცნაური და გაზვიადებულად ამაღლებულიც იყო. (ავტორი გენია.ჯი)
ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ასეთმა გურმანმა,სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე საჭმელის მიღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და შიმშილით სურდა სიცოცხლის დასრულება..მიუხედავად ახლობლების ხვეწნა-მუდარისა,ნიკოლოზი პირში ლუკმას მაინც არ იკარებდა.
მაშინ ხელოვნურად,ძალით დაუწყეს კვება.გოგოლი ამ დროს ყვიროდა და ყველას ევედრებოდა,რომ თავი დაენებებინათ მისთვის.”ნუ მაწამებთ!” – იხვეწებოდა იგი…
რატომ აღიკვეთა მან საკვების მიღება?
გოგოლის პირადი ექიმი ტარასენკო აღნიშნული საკითხის შესახებ წერდა:
“მაჯა შესუსტებული ჩანდა,ენა სუფთა,მაგრამ მშრალი იყო,კანს ბუნებრივი სითბო არ დაჰკარგვოდა – ყველაფერი მოწმობდა იმას,რომ ავადმყოფს არ ჰქონდა ხურვება და საჭმლის მიღებაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა უმადობით აგვეხსნა.იმ დღეს პირში არაფერი ჩაუკარებია და მერე სეფისკვერი რომ შეჭამა,თავის თავს ღორმუცელა,წყეული,სულწასული უწოდა და მეტისმეტად წუხდა”.
ზოგიერთი ბიოგრაფის ცნობით,ამის მიზეზი შესაძლოა მწერლის რელიგიური ესტაზით ყოფილიყო გამოწვეული,თუმცა ეს არ იყო არსებითი ახსნა ამ ფაქტისა,რადგან ჩვენ ვიცით,რომ სულიერი მამები – მოძღვარი და მრევლის მღვდელი ცდილობდნენ დაეყოლიებინათ,საჭმელი მიეღო.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ნიკოლოზის უცნაური საქციელის შესახებ ინფორმაცია,მრავალი ადამიანისათვის გახდა ცნობილი.მათ შორის იყო ლევ ტოლსტოიც,რომელმაც თხოვნით მიმართა მიტროპოლიტ ფილარეტს,”ზეგავლენა მოეხდინა მონანიე ცოდვილის მოშლილ ფსიქიკაზე”, – ებრძანებინა მისთვის,ეჭამა საჭმელი და შეესრულებინა ექიმების მითითებანი.
მიტროპოლიტმა მოითხოვა,გოგოლისათვის გადაეცათ მისი ბრძანება: “თვით ეკლესიაც კი გვავალებს,ავადმყოფობის ჟამს,მკურნალთა ნებას დავემორჩილოთო”.მიუხედავად ამისა,ვერც ამ უმაღლესმა ბრძანებამ შეცვალა მწერლის ფიქრთა მსვლელობა,რადგან მის მიერ საჭმლის აღკვეთას რელიგიური მოტივი არ ედო საფუძვლად.
თავად გოგოლი რით ხსნიდა თავის ურჩობას?
მან საამისოდ მეტად უცნაური და, ამასთანავე,ნიშანდობლივი მიზეზი გამონახა.ექიმი ტარასენკო წერდა: “სადილად გოგოლი მხოლოდ რამდენიმე კოვზ შვრიის სუპს ან კომბოსტოს მწნილის წათხს სვამდა.თუ სხვა რამეს შესთავაზებდნენ,უარობდა,საბაბად ავადმყოფობას იმიზეზებდა,ჩიოდა,მუცელში რაღაც სიმძიმეს ვგრძნობ,ალბათ ნაწლავები გადამიბრუნდა,მამაჩემიც ამგვარადვე იყო ავად,ჩემი ხნისა გარდაიცვალა და თანაც იმიტომ,რომ მკურნალობდნენო”.
ნიკოლოზ გოგოლის ეს ინფანტილური პასუხი შესანიშნავად განმარტავს საქმის ვითარებას.
პირველ ყოვლისა,საჭმლის მიღებას თან სდევს კრუნჩხვები და სპაზმები (თავდაცვითი რეფლექსების სიმპტომები).მეორეც,ზემო მოყვანილიდან ჩანს,რომ გოგოლს არ სურდა ემკურნალა.სხვაფრივ რომ ვთქვათ, – არ უნდოდა ჯანმრთელად ეგრძნო თავი.აი რა იყო მისი ავადმყოფობის და დაღუპვის მიზეზი – უმჯობესია მოკვდეს,ვიდრე განიცადოს ის,რასაც ახლა განიცდის. და იგი აღესრულა კიდეც მალევე,ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში 1852 წლის 4 მარტს. (ავტორი გენია.ჯი)