ბელ სორენსენ განესი – (“შავი ქვრივი”)
ბელ სორენსენ განესი – დაიბადა 1859 წლის 11 ნოემბერს ნორვეგიის კომუნაში სელბუში.იგი წარმოადგენდა იმ ნორვეგიული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ ამერიკელ სერიულ მკვლელ ქალს,რომელმაც თავისი საზარელი ცხოვრების მანძილზე 40-მდე ადამიანი გამოასალმა წუთისოფელს და რაც ყველაზე ნიშანდობლივია,მსხვერპლთ შორის იყვნენ – საკუთარი ქმრები და მცირეწლოვანი შვილები.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ბელ სორენსენ განესი იმ იშვიათ სერიულ მკვლელთა შორისაა,რომელიც ისე აღესრულა,რომ მართლმსაჯულების წინაშე არასოდეს წარმსდგარა.
მისი წარმომავლობა დღემდე დავის საგნად არის ქცეული.მრავალი მისი ბიოგრაფი მიიჩნევს,რომ ბელი ნორვეგიის სიო-ტრონდელაგის გუბერნიაში მდებარე სელბუს კომუნაში დაიბადა და მისი ნამდვილი სახელი და გვარი გახლდათ – ბრუნგილდა პოლსდოტერ სტოშეტი.ბელის მშობლები იყვნენ: მამა – პოლ პედერსენ სტოშეტი (მუშაობდა კალატოზად) და დედა – ბერიტ ოლდოსტერი.პოლსა და ბერიტს რვა შვილი ჰყავდათ და მათ შორის ბელი,ყველაზე უმცროსი იყო. (ავტორი გენია.ჯი) სტოშეტების ოჯახი ქალაქ ტრონჰეიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფერმაში ცხოვრობდა. 2006 წელს ირლანდიელების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში,რომელიც სწორედ ამ ამაზრზენი ადამიანის ბიოგრაფიას ეძღვნება,მოყვანილია ბელის ის მოზარდობის პერიოდი,როდესაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მდიდარი ოჯახის შვილმა (სავარაუდოდ საყვარელმა) ორსულ გოგონას მუცელში წიხლი ჩაარტყა,რამაც ნაყოფის სიკვდილი გამოიწვია.ბელის ადრეული მეგობრების გადმოცემით,ამ ფაქტმა იგი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და ხასიათი ერთობ შეუცვალა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ბელზე თავდასხმელი ინციდენტიდან მალევე სრულიად მოულოდნელად – კუჭის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.
უკვე ზრდასრული ბელი მუშაობას ადგილობრივ დიდ ფერმებში შეუდგა და იქ სამი წლის მანძილზე იმუშავა.მიზანი კი გახლდათ,იმდენი ფულის დაგროვება,რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონოდა ჩასვლის საშუალება (მანამდე აშშ-ში მისი ღვიძლი და – ნელი ლარსონი გადავიდა საცხოვრებლად). 1881 წელს,ჯერ კიდევ ბრუნგილდას სახელით ცნობილი ნორვეგიელი ქალი ამერიკაში ჩავიდა და სახელიც გამოიცვალა.მალევე,იქვე გაიცნო ჩიკაგოში მაცხოვრებელი მედ სორენსენი,რომელთანაც 1884 წელს იქორწინა.ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ,ცოლ-ქმრის წყვილმა საკონდიტრო მაღაზია გახსნეს,თუმცა ბიზნესიდან შემოსავალი არც თუ ისე დიდი იყო.ბიზნესის დაწყებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში,საკონდიტრო მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა და სრულიად განადგურდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ბიზნესი “დაზღვეული” ჰქონდათ და სადაზღვევო კომპანიისაგან საკმაოდ დიდი სადაზღვევო თანხა აიღეს,რის შემდეგაც ახალი ბინა შეიძინეს.როგორც კრიმინალისტიკები ვარაუდობენ,სწორედ ამ პერიოდიდან იქცა მომავალში “შავ ქვრივად” წოდებული ქალისათვის სადაზღვევო თანხებით მანიპულირება და მკვლელობები უმთავრეს საქმიანობად.ბელსა და მედს ქორწინებაში ოთხი შვილი – კეროლაინი,აქსელი,მირტლი და ლიუსი შეეძინათ (სხვა წყაროების მიხედვით მათ თანაცხოვრებაში შვილი არ ჰყოლიათ).მედმა სახლში მიიყვანა მოზარდი გოგონა – მორგან კოუჩი,რომელსაც სახელი შეუცვალეს და ჯეინ ოლსენი დაარქვეს.იგი ოჯახს ყოველგვარ საქმიანობაში ეხმარებოდა და ფაქტობრივად,მოსამსახურის ფუნქციებს ასრულებდა.ბელმა და მისმა მეუღლემ ოთხი შვილიდან ორი – კეროლაინი და აქსელი დააზღვიეს.დაზღვევიდან წელიწად ნახევარში კი,ორივე ბავშვი კოლიტის შეგედად გარდაიცვალა.სპეციალისტების დასკვნით,აღნიშნული დაავადების სიმპტომები გამოწვეულ იქნა მოწამვლის შედეგად.თუმცა,მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა,რომ “დედა” საკუთარ შვილებს სადაზღვევო თანხების მიღებას შესწირავდა. და მათ,მართლაც დიდი თანხა აიღეს სადაზღვევო კომპანიისაგან გარდაცვლილი ბავშვების სანაცვლოდ.ორი პატარას გარდაცვალებას ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.ამ საზარელ ფაქტს მოგვიანებით (1908 წლის 7 მაისს) გამოეხმაურა მსოფლიო პრესის ერთ-ერთი ლიდერი New York Times-იც,რომელიც ირონიულად შენიშნავდა,რომ ქალი,რომელმაც ორი შვილი და შემდგომ ქმარი მიწას მიაბარა,მეორედ გათხოვდა… ბავშვების მკვლელობიდან რამდენიმე წელიწადში (1900 წლის 30 ივლისს),ბელის ქმარი მედი გარდაიცვალა.საინტერესოა ის გარემოება,რომ მან სიკვდილამდე ერთი თვით ადრე სადაზღვევო კომპანიაში საკუთარი თავი დააზღვია.ოჯახის ექიმის ცნობით,მედი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.თუმცა სხვა ექიმის ცნობით,იგი მოწამლულ იქნა ალკალოიდით – სტრიქინი,რამაც გამოიწვია კიდეც სუნთქვის უკმარისობა და შემდგომ სიკვდილი.მიუხედავად ამისა,”შავმა ქვრივმა” ყველა დაარწმუნა იმაში,რომ მეუღლის გარდაცვალება აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენის შედაგად იყო გამოწვეული და მას ამაში არანაირი ბრალი არ მიუძღოდა.სადაზღვევო კომპანიამ – ბელ სორენსენ განესს,ქმრის გარდაცვალების გამო იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა 8 500 აშშ დოლარი გადასცა (დღევანდელი 250 000 აშშ დოლარის ექვივალენტი).თანხის აღების შემდეგ,იგი ორ ბავშვთან ერთად საცხოვრებლად სხვა შტატში გადავიდა და ამ ფულით მან დიდი ფერმა შეიძინა,რომელიც რაღა თქმა უნდა დააზღვია.რამდენიმე თვეში,ფერმის ტერიტორიაზე არსებული ფარდული დაიწვა.ფარდულთან ერთად დამწვარი იქნა მასში მდგომი ნავიც.ბელმა,ისევე როგორც წინა შემთხვევებში,სადაზღვევო თანხა მიიღო. 1902 წელს “შავი ქვრივი” წარმომავლობით ნორვეგიელ ყასაბზე – პიტერ განესზე დაქორწინდა.ქორწინებიდან 12 დღეში მოულოდნელად გარდაიცვალა პიტერის უმცროსი ქალიშვილი,ხოლო ექვს თვეში კი ტრაგიკულად (უბედური შემთხვევის) შედეგად აღესრულა მისი მეუღლეც.საინტერესოა ის გარმოება,რომ ბელის მიმართ ეჭვი გაუჩნდა მისსავე მაზლს,რის გამოც მეორე ძმისშვილი,იმისათვის რომ ისიც “უბედური შემხვევის” მსხვერპლი არ გამხდარიყო,სხვა შტატში საცხოვრებლად თავისთან გადაიყვანა.ამ დროს,ბელი პიტერისაგან ფეხმძიმედ იყო,თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის იმაში,რომ გაზეთებში გამოექვეყნებინა გაცნობის სურვილის მქონე განცხადებები.”შავმა ქვრივმა” ნადირობა დაიწყო არისტოკრატ და მდიდარ მამაკაცებზე,რომლებიც ადვილად ებმებოდნენ მის მიერ დაგებულ მახეში და სტუმრობდნენ მის ფერმას,საიდანაც ცოცხალი არცერთი მათგანი აღარ გამოსულა.როგორც ცნობილია,ბელი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ქალი იყო: მისი სიმაღლე 183 სანტიმეტრი,ხოლო წონა 90 კილოგრამი იყო,რაც დიდ დახმარებას უწევდა კიდეც მსხვერპლთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
მის ფერმაში მუშაობდა ვინმე – რეი ლამფერი,რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული თავის მეპატრონეზე, და სწორედ მისი ხელით იცილებდა გვამებს ბელი.ფაქტობრივად,მან სიყვარულით თავგზააბნეული კაცი,თავისივე შავ-ბნელი საქმეების თანამონაწილედ აქცია.ფერმაში ხანძრის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე,ბელიმ ფარსი გაითამაშა და პოლიციაში განაცხადა,რომ რეი ლამფერი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.ხანძარი ფერმაში 1908 წლის ღამით გაჩნდა.მეხანძრეებმა სახლში მყოფი ვერცერთი ადამიანის გადარჩენა ვერ შეძლეს.პოლიციელებმა ხანძრისაგან გადაბუგულ სახლში აღმოაჩინეს ოთხი გვამი.მათ შორის სამი ბავშვის და ერთი უთავო ქალის.ექსპერტიზამ დაადგინა,რომ ბავშვები ხანძრამდე იყვნენ გარდაცვლილები,ხოლო მოგვიანებით დადგენილ იქნა,რომ უთავო ქალბატონის ცხედარი არა ბელის,არამედ მისი მოსამსახურის იყო.თავად “შავი ქვრივი” კი სამუდამოდ უგზო-უკვლოდ “გაქრა”.რამდენიმე წყარო იტყობინებოდა,რომ ბელი მისისიპის შტატში იქნა აღმოჩენილი 1931 წელს,თუმცა მიუხედავად ამისა,მისი გარდაცვალების თარიღად ოფიციალურად,მაინც 1908 წელი მიიჩნევა.როგორც სამართალდამცველები გვატყობინებენ,იმ “შავმა ქვრივმა”,რომელიც მართლმსაჯულების წინაშე არასოდეს წარმდგარა,თავისი ცხოვრების განმავლობაში 40-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,მათ შორის ღვიძლი შვილების,ქმრებისა და მდიდარი კავალერების. (ავტორი გენია.ჯი)
ბელ სორენსენ განესის თანამონაწილე – რეი ლამფერი
ბელ სორენსენ განესის გადამწვარი სახლი
ბელ სორენსენ განესის ამოუცნობ მსხვერპლთა მემორიალი