“სათამაშო ბანქოს” ისტორიიდან…
“სათამაშო ბანქო” – წარმოადგენს მუყაოს მართკუთხედი ფორმის მქონე ფურცლებს (შესაძლოა იყოს სხვა ფორმებისაც,მაგალითად – მრგვალი),რომლებიც გამოიყენება არა მარტო სხვადასხვა თამაშებისათვის,არამედ ფოკუსებისთვის,მკითხაობებისა და პასიანსებისთვისაც.ბანქოს ღია მხარეს – “სახე” ეწოდება,ხოლო უკანა დახურულ მხარეს კი – “პერანგი”. “ჩინგ ძე ტუნგას” ჩინური ლექსიკონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,პირველი ბანქო შექმნილ იქნა 1120 წელს ჩინეთში.თუმცა სხვა ვერსიის თანახმად – ეგვიპტეში.საინტერესოა ისიც,რომ ძველი ეგვიპტელებისათვის ბანქო სათამაშო საშუალებას არ წარმოადგენდა და ისინი მას მხოლოდ მომავლის განსაჭვრეტად (მკითხაობისთვის) იყენებდნენ.იმ პერიოდისათვის,თითოეული ბანქოს პაკეტში 78 ბანქოს ქაღალდი იყო და მათ – “არკანებად” მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) XII საუკუნის ბოლოსათვის “ბანქო” გავრცელებულ იქნა კორეაში და აღმოსავლეთ აზიის რიგ ქვეყნებში.თუმცა ნიშანდობლივია ის,რომ სპეციალურად გადამუშავებული ფოთლებისაგან დამზადებული ბანქოს მაგვარი ფურცლებით თამაში “ტანის დინასტიის” ეპოქის ჩინეთშიც არსებობდა (618-917 წლები).სანამ ქაღალდის წარმოება მასიურ სახეს მიიღებდა,მანამდე ჩინეთსა და იაპონიაში,ბანქოს – ხისაგან,სპილოს ძვლისაგან და ბამბუკისაგანაც ამზადებდნენ.სხვადასხვა ხალხის კულტურებში,ბანქოს სხვადასხვაგვარივე ფორმები გააჩნდა.მაგალითად: ჩინეთში ბანქო,გრძელი და მართკუთხა ფორმის გახლდათ; ინდოეთში მრგვალი ფორმის ბანქო იყო გავრცელებული,რომელთაც – “განჯიფას” უწოდებდნენ.შუა საუკუნეების იაპონიაში გავრცელებული იყო სამაგიდო თამაში,სახელწოდებით – “უტა-გარუტა,სადაც ბანქოს როლს ნიჟარები ასრულებდნენ.
თუ საიდან და როდის გამოჩნდა პირველად ბანქო ევროპაში,ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება,თუმცა რიგი წყაროების ცნობით მან ევროპაში გავრცელება დაახლოებით XIII საუკუნეში ჰპოვა და მისი გავრცელების მარშრუტი ეგრეთ წოდებული “აბრეშუმის გზით” განხორციელდა – ჩინეთი,ინდოეთი,სპარსეთი,ეგვიპტე და ევროპა.სხვა ვერსიით,ბანქო ევროპაში ჯვაროსანი მეომრების მიერ იქნა შემოტანილი აღმოსავლეთიდან.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ არაბული ქვეყნებიდან დიდი ხნის მანძილზე ბანქოს ექსპორტი იკრძალებოდა.ასეა თუ ისე,ბანქომ ევროპაში დიდი პოპულარობა მოიპოვა და ფართოდაც იქნა გავრცელებული.რამდენიმე ევროპული ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებამ,ბანქო იმთავითვე “არაწმინდად” მიიჩნია და მისი გამოყენება მოსახლეობას კატეგორიულად აუკრძალა.ბანქოს წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა 1254 წელს აწარმოა საფრანგეთის მეფემ ლუი IX წმინდამ.შვეიცარიის ქალაქ ბერნის ქრონიკები (1367 წლები) იუწყებიან,რომ ქვეყანაში აკრძალული იყო ბანქოს გამოყენება და მას – “ეშმაკის ლოცვანს” უწოდებდნენ. 1377 წლისათვის ბანქო ევროპაში,უმეტეს შემთხვევებში აკრძალვას ექვემდებარებოდა. 1649 წლისათვის ბანქოს თამაში რუსეთში დანაშაულთან ასოცირდებოდა და ამისათვის სასჯელიც იყო დაწესებული.თუმცა პეტრე I-ის მეფობისას ეს დამოკიდებულება შეცვლილ იქნა.მიუხედავად ამისა,იგი ფარულად თუ ღიად,მაინც ვრცელდებოდა.პირველი თამაში,რომელიც ევროპაში ბანქოთი წარმოებდა,გახლდათ – “ტაროკი”,რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ესპანეთსა და იტალიაში.პირველი სტანდარტული ბანქოს პაკეტი დამზადებულ იქნა XII საუკუნეში.მას შემდეგ ბანქოს სათამაშო ქაღალდებმა უამრავი ცვლილება განიცადა.მიუხედავად ამისა,იგი დღემდე,მაინც ფართოდ არის გავრცელებული და ძირითადად გამოიყენება (დამღუპველი) აზარტული თამაშებისათვის. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მკითხველო,ჩვენი სათაყვანებელი ქრისტიანული რელიგია გვასწავლის: “აზარტი ცოდვაა”, – და სწორედ ამიტომ უნდა მოვერიდოთ ბანქოს საშუალებით აზარტული თამაშების წარმოებას.აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას,რომ აღნიშნული პოსტი არავითარ შემთხვევაში არ შეიცავს ბანქოს პოპულარიზაციას და მის “გაფეტიშებას”.ჩვენ უბრალოდ მოგაწოდეთ ინფორმაცია მისი შექმნის ისტორიიდან… (ავტორი გენია.ჯი)
ინდური ბანქო – “განჯიფა”
ეგვიპტელი მამლუქების ბანქო
ძველეგვიპური ბანქო
მოგოლების ბანქო
გერმანელი ფაშისტების ბანქო