სილუეტი

სილუეტი – წარმოადგენს გრაფიკული ტექნიკის სახესხვაობას და ვისიმე ან რისიმე ერთფერ კონტურულ გამოსახულებას (ჩრდილის მსგავსი,საგნის სიბრტყითი,ფიგურის,ნაგებობის და ასე შემდეგ) სხვა ფერის ფონზე,რომელსაც შორ მანძილზე,სიბნელეში ან ბურუსში აღიქვამს თვალი.სილუეტის ხელოვნებას სათავე ჩინეთში ჩაეყარა,სადაც გავრცელებული გახლდათ შავი საღებავებით შესრულებული სურათების ხატვის ხელოვნება.ასეთი სახის მქონე სურათებს ევროპაში – “ჩინურ ჩრდილს” უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე მეტად სილუეტის ხელოვნება გავრცელებული იყო ბაროკოს შემდგომი ეპოქის როკოკოს პერიოდის საფრანგეთში 1720-1780 წლებში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ზეთის საღებავებით შექმნილი ფერადოვანი სურათებისაგან (პორტრეტებისაგან) განსხვავებით,სილუეტი ბევრად იაფი ჯდებოდა,რის გამოც მისით მხოლოდ იმ ღარიბი ფენის წარმომადგენლები სარგებლობდნენ,რომელთაც არ შეეძლოთ საკუთარი თავისათვის სხვადასხვა ფერის საღებავებისაგან შექმნილი სურათების შეკვეთების ფუფუნება მიეცათ.

თავად სახელწოდება – “სილუეტი”,საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის – ეტიენ დე სილუეტის (1709-1767 წლები) სახელისაგან წარმოსდგა.იგი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი საფრანგეთის შვიდწლიანი ომის შემდეგ გახდა.იმ პერიოდში ომისაგან ქანცგაწყვეტილი ქვეყანა საკმაოდ დიდ ფინანსურ კრიზის განიცდიდა,რის გამოც ეტიენი იძულებული გახდა გადასახადები დაეწესებინა პრაქტიკულად ყველა სიმდიდრის შემცველ ნივთზე,დაწყებული მდიდრული ფარდებიდან დამთავრებული მოსამსახურეებამდე.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მდიდარმა ფრანგმა მოქალაქეებმა თავიანთი მდიდრული ნივთები საგულდაგულოდ შენიღბეს,რათა მათზე დაწესებული გადასახადებისაგან თავი აერიდებინათ.ასეთ შენიღბულ ნივთებს კი ფრანგმა მოქალაქეებმა – “საგანი-სილუეტები” უწოდეს.ეტიენ დე სილუეტი იმდენად მცირე ხნით იყო საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი,რომ მისმა კოლეგებმა იგი სულ რამდენიმეჯერ იხილეს და მათ ეტიენის გარეგნობის მხოლოდ ზოგადად დახასიათება შეეძლოთ,ყოველგვარი დეტალების გარეშე,რამაც განაპირობა კიდეც – “სილუეტის” სახელწოდების დამკვიდრება.სწორედ ამიტომ იყო,რომ ეტიენის სურათი (ხოლო შემდგომ კარიკატურა) შავი კონტურებით ანუ სილუეტური გამოსახულებით იქნა აღბეჭდილი. XIX საუკუნიდან კი,სახვითი ხელოვნების უბრალო და იაფფასიან ფერწერას,სადაც მხოლოდ შავი ფერის ჩრდილოვანი კონტურები იყო წარმოდგენილი – “სილუეტი” ეწოდა.მოგვიანებით,იგი ფართოდ იქნა გავრცელებული დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაშიც (მას ასევე გამოიყენებდნენ ფაიფურზე ხატვის დროსაც).ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია სილუეტური პორტრეტებისა გააჩნდა ჰერცოგ მელკენბურგ-სტრელიცკის (სულ 183 ეგზემპლარი). (ავტორი გენია.ჯი)

სილუეტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>