კირსან ილუმჟინოვი – “ეპიზოდი”
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) რიგით მეექვსე პრეზიდენტი – კირსან ილუმჟინოვი,რომელიც მანამდე კალმიკიის რესპუბლიკის (რუსეთის ფედერაცია) პირველი პრეზიდენტი გახლდათ,თავის ერთ-ერთ ინტერვიუში სრული სერიოზულობით ირწმუნება,რომ 1997 წელს ორჯერ იქნა გატაცებული “უცხოპლანეტელების” მიერ და მათ ხომალდზე ორი დღეც დაჰყო.სწორედ 1997 წლის შემდგომ განაცხადა მან,რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური თამაში – “ჭადრაკი”,უცხოპლანეტელების მიერ იქნა გამოგონებული,რის შემდეგაც იგი მათ დედამიწელებს საჩუქრად გადასცეს. (ავტორი გენია.ჯი)