Nike – “ეპიზოდი”

1964 წელს დაარსებულმა საყოველთაოდ ცნობილმა სპორტული ტანისამოსისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ – “Nike”, 1989 წელს გადაწყვიტა მის მიერ გამოშვებული ახალი კედების სარეკლამო რგოლი დაემზადებინა.ამისათვის კი,კომპანიის წარმომადგენლები და რეკლამის გადამღები ჯგუფი აფრიკულ სახელმწიფოს კენიას ესტუმრნენ.მათ სწორედ იქ შეარჩიეს სარეკლამო რგოლში მონაწილეობისათვის ადგილობრივი სამბურუს ხალხის წარმომადგენლები და რეკლამა გადაიღეს კიდეც: ღია ტანისამოსში ჩაცმული სამბურუს ხალხი,რომელთაც ფეხზე Nike-ს ახალი კედები ემოსათ,ტრადიციულ ცეკვას ასრულებდნენ.რეკლამის ბოლოს ეკრანზე ჩნდებოდა ახალგაზრდა სამბურუელი მამაკაცი,რომელიც თავის ენაზე ამბობდა ფრაზას,ხოლო ამის შემდგომ კი ჩნდებოდა ფირმის ოფიციალური სლოგანი – “Just Do It”,რაც თარგმანით “უბრალოდ გააკეთე”-ს აღნიშნავს.

მას შემდეგ,რაც აღნიშნული რეკლამა იხილა ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ანთროპოლოგმა,უმალვე დაუკავშირდა მედიის წარმომადგენლებს და აცნობა,რომ რეკლამის ბოლოში სამბურუელი ახალგაზრდა მამაკაცის მიერ წარმოთქმული ფრაზა ითარგმნებოდა,არა როგორც “უბრალოდ გააკეთე”,არამედ როგორც – “მე არ მინდა ეს.მომეცით დიდი ფეხსაცმელები”.როდესაც კომპანია Nike-ს ხელმძღვანელებისათვის ცნობილი გახდა აღნიშნული ინფორმაცია,აღიარა რომ,რეკლამის გადამღებმა ჯგუფმა ზუსტად ვერ თარგმნა კენიელის მიერ წარმოთქმული სიტყვები და იგი ისეთივე იმპროვიზაციით დატოვა,როგორც სინამდვილეში წარმოთქვა ახალგაზრდა სამბურუელმა მამაკაცმა.გარდა ამისა,აღნიშნა ისიც,რომ ისინი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ იმას,რომ ოდესმე ვინმე ყურადღებას მიაქცევდა და გაშიფრავდა ამ წინადადებას.მალევე,სპორტული ტანისამოსისა და ფეხსაცმელების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ – Nike,კენიაში გადარებული სარეკლამო რგოლი გააუქმა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>