“ოქროს ახალგაზრდობა”
“ოქროს ახალგაზრდობა” – წარმოადგენს ნომინალურ სახელწოდებას იმ ახალგაზრდა ადამიანებისა,რომელთა ცხოვრება და მომავალი,ძირითადად აწყობილი და უზრუნველი იყო მდიდარი,გავლენიანი და სახელმწიფო მაღალჩინოსანი მშობლების მეშვეობით (მათ ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – “მაჟორები”).თავდაპირველად,ასეთი სახელწოდება საფრანგეთში წარმოიშვა – “საფრანგეთის დირექტორიის” პერიოდში (1795-1799 წლები).მდიდარი მშობლების (“ნუვორიშები” ანუ “გამდიდრებული მდაბიოები”) ახალგაზრდა შვილებს – “ნუვორიშების შვილებად” მოიხსენიებდნენ.ისეთი ახალგაზრდები ირგებდნენ ისეთი ადამიანების როლს,რომელნიც თითქოსდა დაიღალნენ პოლიტიკით, და რომელთაც სურდათ – “დარჩენილი ცხოვრებით დამტკბარიყვნენ”.თუმცა ცნობილია,რომ “ოქროს ახალგაზრდობის” დიდი ნაწილი აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში,ფლობდა დიდ გავლენებს და ხშირად რეაქციულ პოლიტიკასაც ემსახურებოდა. (ავტორი გენია.ჯი)