ბჰუტანის სამეფო – “ეპიზოდი”
აზიაში მდებარე ბჰუტანის სამეფომ დიდი ბრიტანეთისაგან სრული დამოუკიდებლობა 1949 წელს მოიპოვა.მიუხედავად ამისა,ბჰუტანს საკუთარი საფოსტო მომსახურება 1962 წლამდე არ გააჩნდა.ბჰუტანის სამეფოში ქვეყნის მოდერნიზაციის მრჩევლის პოსტზე დაინიშნა თავისი ავანტურისტული ხასიათით ცნობილი ამერიკელი მწარმე,ბიზნესმენი და საფოსტო მარკების მსოფლიო ინდუსტრიის ძირეულად შემცვლელი – ბერტ კერ ტოდდი (1924-2006 წლები).მან მეფეს ურჩია,რომ ფსონი საფოსტო მარკებზე დაედო და ეს ასეც მოხდა.ბჰუტანის სამეფო იქცა იმ პირველ ქვეყნად მსოფლიოში,სადაც უშვებდნენ ყველაზე უცნაურ მარკებს,მაგალითად ისეთებს,როგორებიც იყო – სტერეოსკოპისტური მარკა არომატული სურნელით,ბალერიეფი-მარკები და სხვა.ბჰუტანის სამეფოს მიერ გამოშვებული მარკების რაოდენობა იმდენად დიდი იყო,რომ არა მარტო ადგილობრივ ბაზარს აკმაყოფილებდა,არამედ ქვეყნის გარეთაც დიდი რაოდენობით გაედინებოდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ,ამ აზიური ქვეყნის მიერ გამოცემული მრავალი შესანიშნავი მარკა,სხვადასხვა ქვეყნის კოლექციებში დღემდეა დაცული.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ ამერიკელი მეწარმის დიდებულმა რჩევამ,ბჰუტანის სამეფო 1970-იან წლებში მსოფლიო მარკების წარმოების ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად აქცია,რამაც თავის მხრივ ყველაზე დიდი ფინანსური შემოსავალი მოუტანა ქვეყანას. (ავტორი გენია.ჯი)