“ლიკურგეს თასი”
“ლიკურგეს თასი” – წარმოადგენს დღევანდელ დღემდე შემორჩენილ ერთადერთ ანტიკურ დიათეტრას უნიკალური ფიგურული ჩუქურთმებით.იგი გახლვათ მინისაგან დამზადებული 165 სანტიმეტრის სიმაღლისა და 132 მილიმეტრი დიამეტრის მქონე ჭურჭელი და დამზადებულია ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში,”ალექსანდროული სკოლის” ხელოვნების მიხედვით.მისი უნიკალურობა გამოიხატება იმაშიც,რომ “ლიკურგეს თასი” შუქის-და მიხედვით იცვლის ფერს.აღნიშნული ეფექტი გამოწვეული გახლდათ იმითი,რომ მინაში გარეული იყო კოლოიდური ოქრო და ვერცხლი (დაახლოებით 70 ნანომეტრი),თანაფარდობა სამი-შვიდთან.მინა შეფუთული გახლავთ მოქროვილი ბრინჯაოს ულამაზესი ფიგურების მქონე ჩარჩოში. (ავტორი გენია.ჯი)
ჩარჩოზე წარმოდგენილი ჩუქურთმებიანი გამოსახულება ასახავს ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით თრაკიაში მაცხოვრებელი ედონების ხალხის მეფის – ლიკურგეს სიკვდილს.იგი მევენახეობისა და მეღვინეობის ძველბერძნული ღმერთის – დიონისეს შეურაცხყოფისათვის ჯერ გახლართეს ვაზის ტოტებში,შემდეგ კი იმავე ტოტებით გაგუდეს.ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად,”ლიკურგეს თასი” დამზადებული უნდა იყოს რომის იმპერატორის – კონსტანტინე I დიდის ლიცინიუსზე გამარჯვების აღსანიშნავად,თუმცა ამ ვერსიას ბევრი სპეციალისტი არ იზიარებს.
დიდი ხნის მანძილზე “ლიკურგეს თასის” შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა,თუმცა 1945 წელს იგი შესყიდულ იქნა ებრაული წარმომავლობის მქონე საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი ბანკირებისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი საგვარეულოს – როტშილდების მიერ.ფართო საზოგადოებამ “ლიკურგეს თასი” პირველად 1862 წელს იხილა ლონდონში მდებარე “ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში”.თუმცა,მანამდე 1958 წელს,ბარონმა როტშილდებმა 20 000 გირვანქა-სტერლინგად იგი მიჰყიდეს “ბრიტანეთის მუზეუმს”,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)