სალვადორ დალი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა,ფერმწერმა,გრაფიკოსმა,სკულპტორმა და სიურრეალიზმის უდიდესმა წარმომადგენელმა - სალვადორ დალიმ (1904-1989 წლები),მეგობრებთან,ადამიანების საკითხებზე ერთ-ერთი საუბრისას წამოთქვა ფრაზა: ” – ის,ვინც პირველად ახალგაზრდა ქალიშვილის ლოყები ვარდს შეადარა,ნამდვილი პოეტია,ხოლო ის,ვინც პირველად ეს სიტყვები გაიმეორა,ნამდვილი – სულელიო”,რომელიც მას შემდეგ დიდი ხნის მანძილზე სალვადორ დალის მიერ ნააზრევად მიიჩნეოდა,თუმცა მოგვიანებით გაირკვა,რომ პირველად,ანალოგიური შინაარსის მქონე სიტყვები წარმოთქმული იყო ჯერ კიდევ XIX საუკუნეში და მისი ავტორი გახლდათ დიდი ფრანგი რომანტიკოსი-პოეტი – ჟერარ დე ნერვალი (1808-1855 წლები). (ავტორი გენია.ჯი)
ჟერარ დე ნერვალი