“შაიენების შემოდგომა” – (ეპიზოდი)
“შაიენების შემოდგომა” – წარმოადგენს გამოჩენილი ამერიკელი კინორეჟისორისა და მწერლის - ჯონ ფორდის (1894-1973 წლები) მიერ 1964 წელს გადაღებულ ეპიკური სიუჟეტის მქონე მხატვრულ ფილმს,სადაც აღწერილია ისტორია ერთ-ერთი ინდური ტომის – შაიენების შესახებ,რომლებსაც ოკლაჰომაში განთავსებული განცალკევებულ რეზერვაციებში ცხოვრება აღარ სურდათ.ისინი ბანაკიდან გაიქცნენ,რის შემდეგაც მათ კვალში ჩაუდგა ადგილობრივი კავალერიის გარნიზონი.მხატვრული კინოფილმის შემდგომ შინაარსზე თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებ და გადავალ იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე,რის გამოც აღნიშნული პოსტის დადება გადვწვყვიტე: ჯონ ფორდმა ფილმში მოთამაშე შაიენების ინდიელი ხალხის ნაცვლად – ნავახოს ინდიელი ხალხის წარმომადგენლები ათამაშა.ფილმში ისინი ერთმანეთს საკუთარ ენაზე ესაუბრებოდნენ,შესაბამისად,იმას თუ რას საუბრობდნენ ნავახოს ინდიელები,კინოფილმის შემქმნელებისათვის უცნობი იყო.მათ წარმოედგინათ,რომ ინდიელი “მსახიობები” სწორედ იმ ტექსტებით ლაპარაკობდნენ,რომელი სცენარითაც იყო იგი განსაზღვრული.ნავახოელი ინდიელების საუბარს კი ეკრანზე,ინგლისურ ენაზე თარგმნილი სუბტიტრები დაყვებოდა.ფილმის კინოჩვენებაში ჩაშვების შემდეგ,სრულიად მოულოდნელად გაირკვა,რომ ინდიელი მსახიობები,დადგენილი ტექსტის ნაცვლად უხამს,დამცინავ სიტყვებს,გინებებსა და ზოგადად უცენზურო სიტყვებს წარმოთქვამდნენ ამერიკელების მისამართით… (ავტორი გენია.ჯი)
ჯონ ფორდი