საოცარი “ინსცენირება”…
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1942 წლის 19 თებერვლის დილას კანადის პროვინცია მანიტობის დედაქალაქის უინიპეგის მოსახლეობა გაოგნებული შესცქეროდა თუ როგორ უტევდა ადგილობრივ სამხედრო გარნიზონს გერმანელ ფაშისტთა უნიფორმებში ჩაცმული სამხედროები.გარნიზონის წინააღმდეგობა მალევე იქნა დაძლეული და დამპყრობლები უმალვე მოედვნენ მთელ ქალაქს.მათ უინიპეგს სახელი გადაარქვეს და – ჰიმლერშტადტი უწოდეს; სახელმწიფო დაწესებულებებზე სვასტიკიანი დროშებით ჩაანაცვლეს სახელმწიფო დროშები; დაკავებულ იქნა უამრავი ადგილობრივი სახელმწიფო ჩინოვნიკი; შემოღებულ იქნა საოკუპაციო კანონები; მომოქცევაში შემოღებულ იქნა გერმანული რაიხს-მარკები; გაძარცვული იქნა მაღაზიები და ადგილობრივების ბინები.საინტერესოა ის გარემოება,რომ ეს ყოველივე განხორციელებულ იქნა სულ რამდენიმე საათის განმავლობაში. 1942 წლის 19 თებერვლის საღამოს კი,ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას საჯაროდ განუცხადა,რომ გერმანელ ფაშისტთა მიერ ქალაქის დაპყრობა,მათ მიერვე იყო ინსცენირებული,რის შემდეგაც ქალაქში დაიწყო აქცია,სადაც გამოფენილ ლოზუნგთაგან ყველაზე მთავარი ლოზუნგები იყო: “ეს,არ შეიძლება განმეორდეს”, – და “შეისყიდეთ სამხედრო ობლიგაციები”.აღსანიშნავია,რომ მანიტობას პროვინციის ადმინისტრაციამ ამ დამთრგუნველი ინსცენირებით,მოსახლეობას თვალნათლივ დაანახა ის,თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები ქვეყანაში,ფაშისტების შეჭრის შემთხვევაში.ამ ფაქტმა კი მანიტობას პროვინციის მოსახლეობა იძულებული გახადა “სამხედრო ობლიგაციების” საკმაოდ დიდი ნაწილი შეესყიდა.პროვინციის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული გეგმა,მეორე მსოფლიო ომში ჩართული კანადის სამხედრო ძალებისათვის საჭირო თანხები “სამხედრო ობლიგაციების” გაყიდვის გზით მოეზიდა,გადაჭარბებით იქნა შესრულებული. (ავტორი გენია.ჯი)