ადოლფ ჰიტლერი – “ეპიზოდი”
კაცობრიობის მიმართ თავისი სიძულვილით განთქმული გერმანიის ფაშისტური რეჟიმის სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი – ადოლფ ჰიტლერი,ცხოვრების ბოლო ეტაპზე ვეგეტარიანელი გახლდათ.როგორც ცნობილია,ადამიანებისაგან განსხვავებით,მისი დამოკიდებულება ცხოველებისადმი ერთობ განსხვავებული (დადებითი) იყო და ამის თვალნათელ მაგალითს,მისივე უსაყვარლესი ძაღლი – ბლონდი წარმოადგენდა (თუმცა თვითმკვლელობის წინ ისიც შეიწირა).რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის გამანადგურებელი (მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოხუცების) ადოლფ ჰიტლერი,როდესაც ამა თუ იმ ფილმის ყურებისას კადრებში იხილავდა თუ როგორ დაუნდობლად ექცევიან ან კლავენ ცხოველებს,იგი ამ დროს უმალვე თვალებს ხუჭავდა და სახეზე ხელებს იფარებდა.ფიურერი მხოლოდ მას შემდეგ ახელდა თვალებს,რაც გვერდით მჯდომი ადიუტანტი მოახსენებდა,სასტიკი სცენა დასრულდაო. (ავტორი გენია.ჯი)