“ოქროს ჟოლო” – (ეპიზოდი)

“ოქროს ჟოლო” – წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1981 წელს ჯონ უილსონის მიერ დაარსებულ ანტი-ჯილდოს,რომელიც ავლენს და გადაეცემა ყველაზე ცუდ ფილმს,მსახიობს,სცენარს,რეჟისორს,კომპოზიტორს და ასე შემდეგ.“ოქროს ჟოლოს” ანტი-პრემიით დაჯილდოება პირველად გამართულ იქნა 1981 წლის 31 მარტს და როგორც წესი,ნომინანტები “ოსკარით” დაჯილდოების ცერემონიალის წინ,ერთი დღით ადრე ცხადდებიან.

საინტერესოა ის გარემოება,რომ 2004 წელს ამერიკის კინემატოგრაფიის მიერ დაწესებული აღნიშნული ანტი-ჯილდოს მფლობელები გახდნენ ისეთი ადამიანები,რომელთაც არასოდეს უთამაშიათ კინოფილმებში და რომლებიც არც კი აპირებდნენ სამსახიობო კარიერის დაწყებას.ასეთი უცნაური გადაწყვეტილების მიღების საბაბად იქცა ამერიკელი კინორეჟისორისა და დოკუმენტალისტის – მაიკლ ფრენსის მურის მიერ გადაღებული საყოველთაოდ გახმაურებული დოკუმენტალური ფილმი-პამფლეტი – “ფარენჰეიტი 9/11″,რომელიც მიძღვნილი გახლდათ აშშ-ი 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ამაზრზენ და შოკისმომგვრელ ტერაქტზე და რომელსაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ფილმში ერთობ უარყოფითად არის წარმოდგენილი აშშ-ის რიგით 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ უოლკერ (უმცროსი) ბუში და ზოგადად,მთელი მისი სახელისუფლებო ადმინისტრაცია.სწორედ ამიტომ მიანიჭა ამერიკულმა კინემატოგრაფიამ ჯორჯ უოლკერ (უმცროს) ბუშს “ოქროს ჟოლო”,მამაკაცის პირველხარისხოვანი როლის ყველაზე ცუდი შესრულებისათვის.გარდა ამისა,ეს ანტი-პრემია მინიჭებულ იქნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის – დონალდ რამსფელდისათვის,მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის ყველაზე ცუდად შესრულებისათვის,ხოლო აშშის სახელმწიფო მდივანს – კონდოლიზა რაისსა და ქვეყნის პრეზიდენტს ჯორჯ უოლკერ (უმცროს) ბუშს ერთობლივად მიენიჭათ “ოქროს ჟოლო”,ყველაზე ცუდი დუეტისათვის.

“ოქროს ჟოლო”-ს პრემიით დაჯილდოება დღემდე  გრძელდება და როგორც ზემოთ ავღნიშნე,იგი თავის ნომინანტებს “ოსკარის” დიდებული პრემიით დაჯილდოების წინა დღეს ასახელებს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>