“სარზე დასმა” – (სიკვდილით დასჯის ამაზრზენი მეთოდი)
“სარზე დასმა” – წარმოადგენდა სიკვდილით დასჯის ერთ-ერთ უსასტიკეს და ამაზრზენ მეთოდს,რა დროსაც ამა თუ იმ სიკვდილმისჯილს სვამდნენ ვერტიკალურად აღმართულ სპეციალურ წვეტიან სარებზე.თუმცა იყო შემთხვევები,როდესაც სარზე სიკვდილმისჯილებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მიწაზევე სვამდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ აყენებდნენ სარს ვერტიკალურ მდგომარეობაში.აღნიშნული საშინელი სიკვდილით დასჯის მეთოდი ფართოდ იყო გავრცელებული ძველ ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთში. (ავტორი გენია.ჯი) პირველი ცნობები “სარზე დასმის” შესახებ სათავეს ძვ.წ.აღ-ით II ათასწლეულში იღებს და როგორც სხავდასხვა ისტორიული წყაროები მოწმობენ,ასეთი სიკვდილით დასჯის მეთოდი განსაკუთრებული “პოპულარობით” თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს ასურეთში სარგებლობდა.”სარზე დასმით” ასურეთში ისჯებოდა ის მოქალაქეები,რომლებიც ქვეყანაში ან ქალაქებში რაიმე სახის დებოშებს მოაწყობდნენ.ასურეთში,თავის დროზე,ძალიან ბევრი ადამიანი იქნა ამ მეთოდით დასჯილი,რაც ამავე სახელმწიფოში დამზადებულ უამრავ ბარელიეფზეა აღბეჭდილი.საყურადღებოა ის გარემოაბც,რომ “სარზე სვამდნენ” არა მარტო დებოშებში მსჯავრდებულ მამაკაცებს,არამედ იმ ქალებსაც,რომლებმაც აბორტი გაიკეთეს (აბორტი ასურეთში უმძიმეს დანაშაულად – “ბავშვის მკვლელობად” მიიჩნეოდა).ასურეთულ ბარელიეფებზე ასახულია “სარზე დასმის” ორი ვარიანტი: სიკვდილმისჯილები სარებზე წამოგებული იყვნენ მკერდით და სიკვდილმისჯილები,რომლებიც “უკანა ტანით” იყვნენ სარებზე დასმული.
მოგვიანებით,ანალოგიური სასჯელები ფართოდ იქნა გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში.მიუხედავად იმისა,რომ ეს მეთოდი ძველ რომშიც დანერგეს,მასიური გავრცელება მას მაინც არ მოჰყოლია.საუკუნეები გადიოდა… თუმცა,”სარზე დასმის” უსაზიზღრესი და მოწამეობრივი საჯელი აქტუალურობას კვლავაც არ კარგავდა… შუა საუკუნეებში,იგი ახლო აღმოსავლეთის რიგი ქვეყნების უმთავრეს სადამსჯელო მეთოდს წარმოადგენდა.ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ ბიზანტიაში როდესაც მხედართმთავარმა ფლავიუს ველისარიუსმა (500-566 წლები) დაამარცხა აჯანყებულები,ტყვედ აყვანილები “სარებზე დასვა”.ასეთივე არაადამიანურ მეთოდს მიმართავდა საყოველთაოდ ცნობილი ვლახეთის მმართველი – ვლად III ცეპეში,იგივე – დრაკულა,რომელმაც სასახლის წინ მდებარე ბაღში სადილობისას არაერთხელ დასვა ასეულობით ადამიანი სარებზე.
ვუსტერის გრაფმა – ტიფტოფტმა,რომელიც რომის პაპის კარზე მსახურობდა დიპლომატიური მისიით,ერთობ ეფექტურს უწოდებდა “დრაკულას უსასტიკესი სასჯელის მეთოდებს” და როდესაც სამშობლოში დაბრუნდა, 1470 წელს აჯანყებული ლინკოლნშირელები,სწორედ დრაკულას მეთოდით დასვა სარებზე.ნიშანდობლივია ის ფაქტი,რომ მოგვიანებით თავად იქნა სიკვდილით დასჯილი – იმავე მეთოდით.
“სარზე დასმა” XVII საუკუნის შვედეთშიც იყო გავრცელებული.გარდა ამისა იგი ფართოდ გამოიყენებოდა სამხრეთ აფრიკაში (ზულუსებში),ოსმალეთის იმპერიასა და ესპანელ კონკისკადორებში.კაცობრიობის ცივილიზაციის “დახვეწასთან” ერთად,”სარზე დასმით” ადამიანების მოკვდინება,უფრო “ჰუმანური” სიკვდილით დასჯის მეთოდებით იქნა ჩანაცვლებული,თუმცა სამწუხაროდ,ასეთი არაადამიანური სასჯელები არაერთხელ გამოუყენებიათ XX საუკუნეშიც,კერძოდ,ამ მეთოდით რუსი ბოლშევიკების მიერ 1920 წელს დასჯილი იქნა ერთ-ერთი პოლონელი სამხედრო ტყვე. (ავტორი გენია.ჯი)
”სარზე დასმის” ასურეთული ბარელიეფი
რუსი ბოლშევიკების მიერ 1920 წელს “სარზე დასმით” დასჯილი პოლონელი სამხედრო ტყვე