ადოლფ ჰიტლერმა – ჰენრი ფორდის შესახებ განაცხადა…
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ავტომობილების წარმოების ინდუსტრიაში რევოლუციის განმხორციელებელი საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი – ჰენრი ფორდი (1863-1947 წლები),მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ფაშისტური გერმანიის ხელისუფლების ერთ-ერთი სერიოზული ფინანსური მხარდამჭერი გახლდათ.საინტერესოა ისიც,რომ ადოლფ ჰიტლერის ყოველ დაბადების დღეზე,ფორდი მას 50 000 გერმანულ მარკას უგზავნიდა საჩუქრად.მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე,სწორედ ჰენრი ფორდის საავტომობილო კომპანიის ფილიალებიდან (ბელგიიდან და საფრანგეთიდან) მიიღო გერმანიამ 65 000 სატვირთო ავტომობილი.გარდა ამისა,შვეიცარიაში განთავსებულმა ფორდის კომპანიის ფილიალმა შეაკეთა ათასობით გერმანული სატვირთო ავტომობილი (გარდა კომპანია “ფორდისა”,შვეიცარიაში გერმანული სამხედრო-სატვირთო ავტომობილები შეკეთებულ იქნა ამერიკული “ჯენერალ მოტორსის” მიერაც).როგორც ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო ისტორიკოსი – ჰენრი შნეიდერი წერდა,ჰენრი ფორდმა გერმანელ ფაშისტებს კაუჩუკის წარმოებაშიც დიდი დახმარება გაუწია.აქვე ცნობილია ისიც,რომ ჰენრიმ 1940 წელს უარი განუცხადა გერმანიასთან ომის პირობებში მყოფ ინგლისს,სამხედრო თვითმფრინავების ძრავების მიყიდვა-მიწოდებაზეც.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ადოლფ ჰიტლერმა ჰენრი ფორდს 75 წლოვან იუბილესთან დაკავშირებით,უცხოელებისათვის განკუთვნილი მესამე რაიხის ყველაზე მაღალი ხარისხის ჯილდო მიანიჭა.აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც,რომ ადოლფ ჰიტლერს მიუნხენის რეზიდენციაში მდებარე თავის უზარმაზარ კაბინეტში – ჰენრი ფორდის დიდი პორტრეტი ჰქონდა ჩამოკიდებული.
1931 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა ანეტა ენტონმა (“დეტროიტ ნიუსი”-დან),”ახალი გერმანიის” ლიდერთან – ადოლფ ჰიტლერთან ჩაწერა ინტერვიუ.ჟურნალისტის ყურადღება მიიპყრო ფიურერის მთავარ სამუშაო მაგიდაზე განთავსებულმა – ჰენრი ფორდის სურათმა.ანეტა ენტონმა ჰიტლერს ჰკითხა,თუ რატომ ედო მაგიდაზე ფორდის სურათი,რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:
” – ჰენრი ფორდს,მე,ჩემს უმთავრეს შთაგონების წყაროდ მივიჩნევ!” (ავტორი გენია.ჯი)