საინტერესო შემთხვევა…

XIX  საუკუნის დასასრულს ერთი შოტლანდიელი ფერმერი სახლში ბრუნდებოდა.როდესაც ჭაობიან ადგილს მიუახლოვდა,უცაბედად განწირული ყვირილი “მიშველეთ!” – შემოესმა.ფერმერი უმალვე იმ ადგილისაკენ გაემართა,საიდანაც სასოწარკვეთილი ხმა გაიგონა და როდესაც დანიშნულების ადგილას მივიდა,ელდა ეცა,რადგან ჭაობში მოზარდი ყმაწვილი ჩაფლულიყო და იხრჩობოდა.მოზარდი,რამდენადაც ჭაობისაგან თავის დაღწევას ცდილობდა,იმდენად ღრმად ეფლობოდა მასში.დაბნეული და გაოგნებული ფერმერი,რამდენიმე წამის მანძილზე უყურებდა ბიჭუნას ბრძოლას სიცოცხლისათვის ჭაობთან… როდესაც დაბნეულობამ და შიშმა გაუარა,ფერმერმა სასწრაფოდ ხის დიდი ტოტი მოიძია და სიკვდილისათვის განწირულ მოზარდს დიდი ძალისხმევის შედეგად მიაწოდა.ყოველივე ამის შემდგომ,განსაცდელში მყოფი მთელი ძალით ჩააფრინდა ხის ტოტს და იგი უცნობი მგზავრის მიერ სამშვიდობოს იქნა გამოყვანილი.მათ შორის მცირეოდენი დუმილი ჩამოწვა… რამდენიმე ხნის შემდეგ,ემოციებისაგან დაღლილმა მგზავრმა დუმილი დაარღვია და ყმაწვილს გამოელეპარაკა. (ავტორი გენია.ჯი) ბოლოს კი მიმართა:

- ახლა,ჩემთან წავიდეთ სახლში.შენ აუცილებლად დასვენება გესაჭიროება.გაშრი,გათბი და შემდეგ წადი მშობლებთან.

- არა,არა,მე მამა მელოდება სახლში და რომ დავაგვიანო,ის ძალიან ინერვიულებს, – უპასუხა მადლიერმა ყმაწვილმა უცნობს,ფეხზე წამოდგა და სახლისაკენ გაიქცა.

მეორე დილით,შოტლანდიელი ფერმერის სახლის წინ მდიდრული ეტლი გაჩერდა.ეტლიდან მდიდრულივე ტანისამოსში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა და იქვე ეზოში მდგომ ფერმერს მიმართა:

- თქვენა ხართ ის,ვინც ჩემი შვილი გუშინ სიკვდილსაგან იხსნა?

- დიახ,მე ვარ! – მიუგო მან.

- რამდენი მმართებს თქვენი?

- ძალიან გთხოვთ ნუ მაწყენინებთ და ნუ შეურაცმხყოფთ ბატონო.თქვენ ჩემი სრულიად არაფერი გმართებთ,რადგან მოვიქეცი ისე,როგორც მოიქცეოდა ყველა ნორმალური ადამიანი.

- გასაგებია,თუმცა ჩემი შვილი ჩემთვის იმდენად ძვირფასია,რომ არ შემიძლია ყოველივე ასე დავტოვო.გთხოვთ დაასახელოთ ნებისმიერი თანხა.მე ამას დაჟინებით მოვითხოვ თქვენგან.

- ამ საკითხის შესახებ საუბარი აღარ მსურს.ასე,რომ – კარგად ბრძანდებოდეთ! – მიუგო ფერმერმა და ის იყო წასვლა დააპირა,რომ მის ზურგს უკან თავისი პატარა ვაჟიშვილი გამოჩნდა.

- ეს თქვენი ვაჟია?

- დიახ, – სიამაყით უპასუხა ფერმერმა და ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა.

- მოდი ასე გავაკეთოთ.მე წავიყვან თქვენს ვაჟს ჩემთან ლონდონში და მივაღებინებ საუკეთესო განათლებას.თანხებზე არ იდარდოთ.თუკი ის ისეთივე კმაყოფილი დარჩება,როგორც მამამისი,მაშინ ჩვენი გადაწყვეტილებით არც ერთი მათგანი არ ვინანებთ.

…და მართლაც ანდო საკუთარი ვაჟი ფერმერმა მდიდარ ლონდონელს,რომელმაც მთელი სული და გული (რაღა თქმა უნდა ბევრი ფულიც) ჩადო ბავშვის ბრწყინვალე განათლების მიღებაში.

მას შემდეგ რამდენიმე წელიწადი გავიდა… შოტლანდიელი ფერმერის ვაჟმა სკოლა დიდებულ ნიშნებზე დაამთავრა.ასევე დიდებული განათლება მიიღო სამედიცინო უნივერსიტეტში,ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ კი,მისი სახელი მსოფლიომ გაიცნო,რადგან ის გახლდათ გენიალური შოტლანდიელი მიკრობიოლოგი და ანტიბიოტიკის – “პენიცილინის” შემქმნელი – სერ ელიგზანდერ ფლემინგი (1881-1955 წლები).

პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში ლონდონის კლინიკაში მიიყვანეს პნევმონიის მძიმე ფორმების მქონე მდიდარი ახალგაზრდა ინგლისელი მამაკაცი,რომელსაც სიცოცხლე სწორედ ელიგზანდერ ფლემინგის მიერ შექმნილმა პრეპარატმა – “პენიცილინმა” შეუნარჩუნა.საინტერესოა,რომ მდიდარი ინგლისელი ახალგაზრდა მამაკაცი გახლდათ იმ კაცის ვაჟი,რომელიც ადრე ელიგზანდერ ფლემინგის ფერმერმა მამამ – ჰუგ ფლემინგმა გადაარჩინა სიკვდილს და რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღოდა მისი ბრწყინვალე განათლების მიღებაში.

კიდევ უფრო საინტერესოა ის გარემოება,რომ იმ მდიდარი ჯელტმენის (რომელმაც საკუთარ თავზე აიღო შოტლანდიელი ფერმერის ვაჟის განათლება და აღზრდა) სახელი და გვარი გახლდათ – რანდოლფ ჩერჩილი.მისი ვაჟი კი – უინსტონ ჩერჩილი,რომელიც მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ მინისტრი გახდა.აღნიშნული მოვლენის შესახებ,მოგვიანებით უინსტონმა განაცხადა: “თქვენს მიერ გაკეთებული,თქვენვე უკან დაგიბრუნდებათო!” (ავტორი გენია.ჯი)

ჰუგ ფლემინგი (ელიგზანდერ ფლემინგის მამა)

 სერ ელიგზანდერ ფლემინგი

ლორდი რანდოლფ ჩერჩილი (უინსტონ ჩერჩილის მამა)

სერ უნსტონ ჩერჩილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>